მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვესტიციების შემცირებას პანდემიას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ - ქეთი ბოჭორიშვილი

616056b9e6dfc
ინგა მურუსიძე
08.10.21 21:40
679
ინვესტიციების შემცირებას პანდემიას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილმა BMG-ს გადაცემა „ანალიტიკის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ყველაზე დიდი შემცირება ინვესტიციების მხრივ 2020 წლის პირველ კვარტალში იყო, როცა პანდემია დაწყებულიც კი არ იყო.

„ეს განაპირობა სწორედ წინა წლებში ინვესტიციების მოზიდვის მხრივ პასიურობამ და ჩვენ უკვე 2020 წლის პირველ კვარტალში მივიღეთ შესაბამისი შედეგი. თუ გადავხედავთ ტენდენციებს, კომპანიებს გამოუჩნდათ დრო და დაიწყეს ფიქრი ახალი ბაზრების მოძიებაზე.

თუ ტრადიციულად ერთ მიმართულებაში იყო კომპანია, უკვე ცდილობს დივერსიფიკაციას. ვნახეთ ძალიან ბევრი მსხვილი ინვესტიცია, რომელიც იდება აღმოსავლეთ ევროპაში, სხვადასხვა ქვეყნებში და ჩვენ ამ ქვეყნებში სამწუხაროდ ვერ მოვხვდით. პანდემიას შეიძლებოდა მოეცა ბევრი შესაძლებლობა ჩვენნაირი პატარა ქვეყნებისთვის, თუმცა აქაც ვერ დავინახეთ ჩვენ შედეგი“, - განაცხადა ქეთი ბოჭორიშვილმა.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს 616.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 52.9%-ით ნაკლები იყო 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე. ასეთი მცირე მოცულობის ინვესტიციები საქართველოს 2008-2009 წლებშიც კი არ ჰქონია, როდესაც ქვეყანაში ომის შემდგომი პერიოდი იყო. ოფიციალური მონაცემებით, 2020 წელს FDI 15-წლიან მიმუმამდე შემცირდა.

რაც შეეხება 2021 წელს, საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოში $366.4 მილიონის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 11%-ით ნაკლებია.

საქსტატის თანახმად, FDI-ის მოცულობამ უშუალოდ 2021 წლის II კვარტალში 234.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის II კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 2.6%-ით ნაკლებია.