მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვესტიციებს შორის რეინვესტიციების წილი 65%-ია

640b3431b2f35
შოთა ტყეშელაშვილი
10.03.23 18:31
988
2022 წლის განმავლობაში ქვეყანაში პირდაპირი უცხოური პირდაპირი ინვესტიციის სახით 2 მილიარდი დოლარი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 61%-ით მეტია. აღსანიშნია, რომ ინვესტიციების ეს მოცულობა 2017 წლის შემდეგ მაქსიმალურია.

თავად ინვესტიციების შემადგენლობაში წამყვანი ადგილი არსებული ბიზნესების რეინვესტიციებს უჭირავს, რაც 1.28 მილიარდ დოლარს შეადგენს. უშუალოდ სააქციო კაპიტალში ჩადებული ინვესტიციების ზომა 686 მილიონი დოლარი იყო. რეინვესტიციების წილი FDI-ის 65%-ს შეადგენდა, რაც 2021 წელთან შედარებით 3 პროცენტული პუნქტით მეტია.

BM.GE-მ საქსტატიდან უმსხვილესი ინვესტორი კომპანიები შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ინვესტორი კომპანიების უდიდესი ნაწილი საქართველოში მრავალი წელია საქმიანობს, ხოლო უმსხვილეს ინვესტორთა შორის პირველად მოხვდნენ “აკვალია საქართველო”, და “ეპამ სისტემს ჯორჯია”. ასევე პირველად მოხვდა ათეულში ჩინეთის სახელმწიფო სამშენებლო საინჟინრო კორპორაციის ქართული შვილობილიც, თუმცა ეს უკანასკნელი თავისი ფუნქციიდან გამომდინარე არა ინვესტორს, არამედ საქართველოს მთავრობის კონტრაქტორს წარმოადგენს.

1. შპს მაგთიკომი
2. შპს თბილისი ენერჯი
3. სს ენერგო - პრო ჯორჯია
4. შპს ტოიოტა კავკასია
5. სს ჯორჯია გლობალ იუთილითიზ
6. შპს აკვალია საქართველო
7. შპს სითი ლოფტი
8. სს ბიჯეო ჯგუფი
9. შპს ეპამ სისტემს (ჯორჯია)
10. ჩინეთის სახელმწიფო შპს სამშენებლო საინჟინრო კორპორაციის საქართველოს ფილიალი