მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნორვეგიის ელჩი კახეთში ქალ მეწარმეებს შეხვდა

642188c1a45c3
BM.GE
27.03.23 16:17
742
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, ნორვეგიის ელჩ ელენ სანდ ანდრესენთან და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, კახეთის რეგიონში მცხოვრებ ქალ მეწარმეებს შეხვდნენ, რომლებიც აგროტურიზმის სფეროში საქმიანობენ.

რეგიონალური ვიზიტის ფარგლებში ნორვეგიის ელჩი ადგილზე გაეცნო პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების“ ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შედეგებს.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების“ ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით 100 მეწარმე ქალი შეარჩია, რომლებსაც ორი წლის განმავლობაში ბიზნესის განსავითარებლად სხვადასხვა მიმართულების ცოდნისა და კვალიფიკაციის ტრენინგი ჩაუტარდათ. საუკეთესო ბიზნეს იდეის ავტორებმა კი მიიღეს ფინანსური დახმარება. ასევე, ოცზე მეტი მეწამე ქალის ბიზნესისთვის შეიქმნა ბრენდბუქი, საკომუნიკაციო სტრატეგია და ფოტო პორტფოლიო კონტენტით, რომელიც agrogate.worl განთავსდა.

რეგიონალური ვიზიტის ბოლოს წიგნის “კულინარიული მოგზაურობა ქალ მეწარმეებთან ერთად“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად ფერმერი ქალებიც ესწრებოდნენ.

პროექტს “ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის” გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით ახორციელებს.