მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყურძნის სუბსიდირების პროგრამა უხარისხობის წამახალისებელია - ღვინის ექსპერტი

62c98d921be4c
გიორგი თოლორდავა
09.07.22 19:10
4593
ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა და აღიარებულმა ღვინის ექსპერტმა გიორგი სამანიშვილმა BMG Drive-ის ეთერში ქართული ღვინის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სექტორის განვითარებისთვის აუცილებელია ხარისხზე ორიენტირება და შესაბამისი მარკეტინგული კამპანიის წარმოება, რათა ქართულმა ღვინომ საერთაშორისო ბაზარზე თავისი ადგილი დაიმკვიდროს და საკუთარი „ნიშური“ სეგმენტი განავითაროს.

აღნიშნული მიზნის მიღწევის ერთ-ერთ ხელისშემშლელ ფაქტორად გიორგი სამანიშვილი ყურძნის სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამას ასახელებს, რომელიც, მისი შეფასებით, ამჟამინდელი სახით ხელს უწყობს უხარისხობას და ჭარბ წარმოებას, რომელიც, თავის მხრივ, ხელს უშლის ქართული მეღვინეობის განვითარებას.

„სუბსიდირება იმ სახით, როგორც ახლა დღეს გვაქვს საქართველოში, ყველაზე მეტად უხარისხობის წამახალისებელია. ყველა მევენახემ და ღვინის კომპანიამ კარგად იცის, რომ სახელმწიფო დაფინანსების გამო, მევენახე მოტივირებულია - მოიყვანოს გაცილებით მეტი ყურძენი, ვიდრე საჭიროა. მაგალითად, „რქაწითლის“ შემთხვევაში, თუ არის ერთ ჰექტარზე 12-15 ტონა მოსავალი მოსაყვანი, მოჰყავთ 20 და 30 ტონა, რაც დაახლოებით, იგივეა, რაც ღვინოში წყლის დამატება.

ჩვენ ყოველწლიურად რამდენიმე ათეულ მილიონს ვდებთ იმაში, რომ გავაფუჭოთ ღვინის ხარისხი. აღნიშნული თანხა რომ პრომოციაზე (მარკეტინგზე) იხარჯებოდეს, ჩაუბარებელი ყურძენი აღარ დაგვრჩებოდა“, - განაცხადა გიორგი სამანიშვილმა.