მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვესტირების სრულიად ახალი შესაძლებლობა – რა არის და რას აკეთებს "ფორსაით კაპიტალი"?

628a17b19d296
BM.GE
22.05.22 21:00
5743
“ერთერთ ბანკში ჩემი დეპოზიტის გასაგრძელებლად მივედი და უცხოურ ვალუტაში 1%–ზე დაბალი განაკვეთი რომ შემომთავაზეს, აღვშფოთდი და მაშინ მივხვდი, რამხელა შესაძლებლობაა ბაზარზე”,– სწორედ პირადი მაგალითი გახდა მთავარი მოტივატორი გია მორჩილაძისთვის ახალი ბიზნესი დაეწყო, რომელიც დღეს ბაზარზე “ფორსაით კაპიტალის” სახელით არის წარმოდგენილი. საკუთარი წამოწყების შესახებ ბიზნესმენმა გადაცემა Forbes კვირაში ისაუბრა.

კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ ”ფორსაით კაპიტალი” საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც ინვესტორებს ინვესტირების ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. საუბარია უძრავით ქონებით უზრუნველყოფილ აქციებზე(ერთეულებზე), როცა ყოველი ინვესტიციის უკან დგას კონკრეტული უძრავი ქონება.

“ბაზარზე ნამდვილად ვერ ნახავთ, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ საინვესტიციო ინსტრუმენტებს, თან ასეთი მაღალი პროცენტით, რომელიც შეუდარებლად მაღალია, ვიდრე დეპოზიტები. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი დეტალია ბიზნესისთვის. ჩვენ ინვესტირების დროს საოპერაციო რისკებს არ ვიღებთ. ჩვენი ინვესტიცია მიმართულია ძირითადად მხოლოდ ქონებისაკენ, რომელიც უმეტეს შემთხვევაში მოიცავს უძრავ ქონებას”,– აცხადებს ის.

გია მორჩილაძე აცხადებს, რომ ეს არის “მოქნილი დაფინანსების მსურველი ბიზნესებისა და ჭარბი რესურსების მქონე ინვესტორების დამაკავშირებელი პლატფორმა”.

როგორ მუშაობს “ფორსაით კაპიტალი” ბიზნესმენი თავად განმარტავს:

“საქართველოში ძირითადი საინვესტიციო ინსტრუმენტები საბანკო დეპოზიტები და საცხოვრებელი უძრავი ქონებაა, რომელსაც შემდეგ გაქირავებისთვის იყენებენ. ჩვენ კი ბაზარს განსხვავებულ საინვესტიციო ინსტრუმენტს ვთავაზობთ: ეს არის “საინვესტიციო კომპანიის ერთეული”, ანუ აქცია, რომლის მახასიათებლებიც არის: მაღალი დაცულობა, რაც გამოიხატება იმაში, რომ საინვესტიციო კომპანიის მიერ განხორციელებული ყოველი ინვესტიცია კომერციული უძრავი ქონებით არის გამყარებული. მეორე, მას აქვს მაღალი უკუგება – ჩვენი მოლოდინით ერთეულზე შემოსავალი წლიურად არანაკლებ 5% უნდა იყოს. და მესამე – ეს არის დივერსიფიცირებულობა, ინვესტირება ხდება სხვადასხვა დარგის სხვადასხვა კომპანიაში, რომლებიც კომერციული უძრავი ქონებით არის უზრუნველყოფილი. თავად საინვესტიციო კომპანია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ არის რეგისტრირებული და მისი ზედამხედველობით ოპერირებს.

ჩვენი კონკურენტული უპირატესობა რამდენიმე მიმართულებით არის. პირველ რიგში, ჩვენი მთავარი ამოცანაა ინვესტორების დაცულობა, რასაც ვაღწევთ ჩვენივე ინვესტიციის უძრავი ქონებით უზრუნველყოფით – ეს არის ერთერთი უმთავრესი”,– აცხადებს მორჩილაძე და განმარტავს, რომ ინვესტიცია დაცულია იმ უძრავი ქონებით, რომელიც თავად ბიზნესს აქვს, იმ ბიზნესს, სადაც ხორციელდება ინვესტიცია.

კონკურენტულ უპირატესობებზე საუბრისას, ის ასევე ამბობს, რომ კომპანია უფრო მაღალი უკუგებას სთავაზობს ინვესტორებს.

“ამას უზრუნველყოფს ის პროექტები, რომელშიც ინვესტორებას ვახდენთ, მათი უკუგება არის უფრო მაღალი, ვიდრე საცხოვრებელ უძრავ ქონებაში, ვიდრე საბანკო დეპოზიტებში ინვესტირება. მესამე უპირატესობაა პორტფელის დივერსიფიცირებულობა. და კიდევ რაც მინდა აღვნიშნო ეს არის გუნდი, რომელიც არის დამფუძნებელი თუ მმართველი გუნდი ამ კომპანიისა, მათი პროფესიონალიზმი, გამოცდილება და ერთგულება საქმისადმი და ცოდნა, რომელიც მათ საერთაშორისო თუ ადგილობრივ ბაზარზე შეიძინეს”,– აცხადებს გია მორჩილაძე.

მისივე თქმით, საინვესტიციო კომპანია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ არის რეგისტრირებული და მისი ზედამხედველობით ოპერირებს. “ფორსაიტ კაპიტალის” ზომა $30 მლნ-ია და ვადიანობა 5 წლით არის განსაზღვრული.

“ხედვა მარეგულირებლისა და ჩვენი არის, რომ ეს არის სასრული ფონდი, ანუ ის იწყება რომელიღაც დღეს და მთავრება. 5 წლის განმავლობაში ინვესტორებს უბრუნდებათ ან თავიანთი რესურსები დივიდენდებით. დივიდენდები მათ ყოველკვარტლურად ერიცხებათ, ხოლო ძირითადი კაპიტალი ვადის ბოლოს უბრუნდებათ”,– აცხადებს გია მორჩილაძე.