მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO AstraZeneca-ს ვაქცინას რეკომენდაციას კორონავირუსის ახალი შტამის წინააღმდეგაც უწევს

6024107e6ff01
თამთა ჯიჯავაძე
10.02.21 21:00
820
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) რეკომენდაციას უწევს ოქსფორდის უნივერსიტეტისა და AstraZeneca-ს მიერ შექმნილ ვაქცინას. ამის შესახებ BBC წერს.

როგორც WHO-ს ექსპერტები ამბობენ, ვაქცინა შესაძლებელია გამოყენებულ იქნას 65 წელზე მეტი ასაკის პირებშიც. ამასთან, მათივე თქმით, AstraZeneca-ს ვაქცინა უნდა გამოიყენონ იმ ქვეყნებმაც, სადაც გავრცელებულია კორონავირუსის ახალი შტამი, რომელზეც ვაქცინა ნაკლებად ეფექტური შეიძლება იყოს.

ცნობისთვის, AstraZeneca-ს ვაქცინა 63%-იან ეფექტურობას აჩვენებს. თუმცა, როგორც ცნობილია, სამხრეთ აფრიკაში, სადაც ვირუსის ახალი შტამიც გავრცელდა, ვაქცინამ „მინიმალური დაცულობა“ აჩვენა.

„არ არსებობს მიზეზი, რის გამოც რეკომენდაცია არ უნდა გავუწიოთ ამ ვაქცინას იმ ქვეყნებშიც, სადაც ახალი შტამიც ტრიალებს“, - განაცხადა WHO-ს იმუნიზაციის ექსპერტების საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარე ალეხანდრო კრავიოტომ.

ცნობისთვის, გასულ კვირას, რამდენიმე ქვეყანამ განაცხადა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინას 65 წელზე მეტი ასაკის პირების იმუნიზაციისთვის არ გამოიყენებდა.