მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკატერინე ტიკარაძე: ყოველი 100 ინფიცირებული უდრის 1 გარდაცვლილს

6093bdd4de805
ინგა მურუსიძე
06.05.21 14:05
692
"ყოველი 100 ინფიცირებული უდრის 1 გარდაცვლილს, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი პრევენცია", - ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე სტატისტიკის კომენტირებისას გააკეთა. 
 
"ყოველი 100 ინფიცირებული უდრის 1 გარდაცვლილს, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი პრევენცია, ვინაიდან კოვიდ-ინფექციის ლეტალობის მაჩვენებელი, მსოფლიო მასშტაბით, 1%-2%-ს წარმოადგენს. მაჩვენებელი საგანგაშოა და ამიტომ არის მიზანი, რომ ინფექციის გავრცელება შევამციროთ, რათა შევძლოთ და გადავარჩინოთ თითოეული ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე", - განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე შეფასებით, ეპიდსიტუაციის კუთხით რიცხვები საგანგაშოა, ამიტომ საჭიროა, მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, რომ პიკი არ მივიღოთ. 

როგორც ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, აუცილებელია, ნიღბების გამოყენება და სოციალური დისტანცირება. ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციითვე, მოწოდებების შედეგად, დღეისთვის ნიღბის ტარების მაჩვენებელი გაზრდილია 75%-მდე, თუმცა ეს საკმარისი არ არის და მნიშვნელოვანია, რომ ის სულ მცირე 95%-მდე გაიზარდოს.