მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვესტორების ინტერესი საქართველოს მიმართ შემცირებულია, მთავარი პრობლემა პოლიტიკური ძვრებია - ზურაბ ერისთავი

619f9f5389c3a
დავით ჯალაღონია
26.11.21 09:40
783
“პოლიტიკური არასტაბილურობა არის ყველაზე დიდი ინდიკატორი იმისთვის, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ინვესტორი”, - ამის შესახებ RENTALS მმართველმა პარტნიორმა ზურაბ ერისთავმა საქართველოში ინვესტორებისთვის არსებულ გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა.

“საქართველოსთან მიმართებით ინვესტორების ინტერესი, რასაც ვხედავდით ხუთი წლის წინ, საკმაოდ შემცირებულია, თუმცა ამას მხოლოდ საქართველოს არ ვაბრალებ, აქ დიდი როლი ითამაშა პანდემიამ.

რაც შეეხება სახელმწიფოს მხარდაჭერას, ჩემი აზრით მხარდაჭერა ის უნდა იყოს, რომ სახელმწიფომ ბიზნესს ხელი არ უნდა შეუშალოს. ეს არის მთავარი გამოწვევა. ხელისშეშლა კი რაში მდგომარეობს? - პოლიტიკური არასტაბილურობა არის ყველაზე დიდი ინდიკატორი იმისთვის, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ინვესტორი. რა თქმა უნდა, არავის (ინვესტორს) სურს, გარისკოს და შევიდეს ქვეყანაში, სადაც მუდმივად ხდება პოლიტიკური ძვრები”, - განაცხადა ერისთავმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპული ბიზნეს ასოციაციის წევრები გუშინ ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელს შეხვდნენ და მათთვის მნიშვნელოვან, პრობლემურ საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრას ესწრებოდა "რენტალსის" მმართველი პარტნიორიც.