08.მაისი .2020 23:00

ინვესტორების კითხვების 80% იყო საქართველოზე, თუ როგორ უმკლავდება ის კრიზისს - ბუცხრიკიძე

views 711
უკან

ინვესტორების კითხვების 80% იყო საქართველოზე, თუ როგორ უმკლავდება ის კრიზისს, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ Forbes Georgia-სთან საუბრისას აცხადებს.

ვახტანგ ბუცხრიკიძის შეფასებით, საერთაშორისო ინვესტორებთან საუბრისას მნიშვნელოვანია, როგორც კომპანიის რეპუტაცია, ასევე ქვეყნის იმიჯი. მისი თქმით, კრიზისის მართვის მხრივ, ინვესტორები სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოს შედეგებით კმაყოფილები არიან.

„ბოლო სამი კვირის განმავლობაში ჩვენ ძალიან აქტიურ კომუნიკაციაში ვართ ჩვენს ინვესტორებთან – მაგალითად, ორი კვირის წინ გვქონდა, ასე ვთქვათ, კონფერენც - ჩართვა ჩვენს ინვესტორებთან და 80% კითხვების იყო ქვეყანაზე, საქართველოზე – როგორ უმკლავდება კრიზისს, რა ნაბიჯები გადადგა მთავრობამ და ამ ნაწილში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ინვესტორები შედეგებით კმაყოფილები არიან – რაც, რა თქმა უნდა, ჩვენც ძალიან გვეხმარება. ახლა მთავარია, საქართველომ მიაგნოს თავის კონკურენტულ უპირატესობებს. იქიდან გამომდინარე, რომ, თავისი მეზობლებისგან განსხვავებით, საქართველოს ბუნებრივი რესურსები არ გააჩნია – აქცენტი ისევ თავისუფალ ეკონომიკაზე უნდა გაკეთდეს. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ადამიანებსა და ბიზნესებს ექნებათ თავისუფლად ბიზნესის წარმოების შესაძლებლობა. ალბათ ეს უნდა იყოს ამოსავალი”, - განმარტავს ვახტანგ ბუცხრიკიძე.