28.დეკემბერი .2019 12:00

ინვესტორი კომპანია „ნენსკრაჰიდრო“ 2019 წელს აფასებს

views 196
უკან

კომპანია "ნენსკრაჰიდროს" ოპერაციების მართვის დირექტორი თეიმურაზ კოპაძე ამბობს, რომ 2019 წელი საკმაოდ რთული წელი იყო.

როგორც კოპაძემ გადაცემა „ანალიტიკის“ ეთერში განაცხადა, ძირითადი სირთულე ის იყო, რომ კომპანიას მოუწია კონტრქტორ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა და მთელი წელი ახლის მოძებნას და შესაბამის პროცედურებს დასჭირდა.

„2019 წელი საკმაოდ რთული წელი გამოდგა ჩვენი პროექტისთვის. ამ წელს მოგვიწია ძირითად კონტრაქტორთან ხელშეკრულების შეწყვეტა. მთელი წელი მოვანდომეთ იმ პროცედურების გავლას, რაც სჭირდებოდა ახალი კონტრაქტორების მოძებნას“, - განაცხადა კოპაძემ.

რაცშეეხებათავადპროექტს, როგორცკოპაძეგანმარტავს, ნენსკრაჰესი დღეს რომ ექსპლოატაციაში იყო, საქართველო, დაახლოებით, 40%-მდეიმპორტირებულიელექტროენერგიის ადილობრივი წყაროთი ჩანაცვლებას შეძლებდა.

„ელექტროენერგიის იმპორტის მოცულობა ყოველწლიურად იზრდება და ქვეყანა დგას გამოწვევების წინაშე, როცა უნდა გაიზარდოს ადგილობრივი წყაროები. „ნენსკრა ჰიდრო“ ზუსტად ამ ჩანაფიქრით იყო დაპროექტებული თავიდანვე და მის მიზანს წარმოადენს იმპორტირებული ელექტროენერგიის ჩანაცვლება ადგილობრივი გენერაციის წყაროს მეშვეობით. დღეს რომ ყოფილიყო ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური გაშვებული, დაახლოებით, 40%-მდე ელექტროენერგიას ჩაანაცვლებდა ადგილობრივი წყარო“, - განაცხადა კოპაძემ.

მისივე ინფორმაციით, მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მოსამზადებელი სამუშაოები პროექტის განხორციელების დასაწყებად, რაც მოიცავს როგორც ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, ასევე, პარალელურად მიმდინარეობდა ადგილობრივი კადრების გადამზადება, რათა ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდეს.

რაც შეეხება 2020 წლის გეგმებს, კოპაძე ამბობს, რომ პროექტი მოსამზადებელიდან მეორე მნიშვნელოვან ეტაპზე გადავა და ეს იქნება ხეობებში უფრო მდგრადი ეკონომიკური პროექტების განხორციელება, საუბარია ადგილობრივებისთვის ბიზნესის წარმოების ხელშეწყობაზე.

ცნობისთვის: მიმდინარე წლის სამ კვარტალში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობით, "ნენსკრაჰიდრო" საქართველოს top-ინვესტორების ათეულშია. წელს, სამ კვარტალში “ნენსკრა ჰიდრომ” $16 მლნ-ის ინვესტიცია განახორციელა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა