30.იანვარი .2020 16:38

"ინვესტორთა ინტერესის სფერო არა მხოლოდ ქვეყნის სტაბილურობაა, არამედ დასაქმების ხელმისაწვდომობაც"

views 513
უკან

 სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილის, მაგდა ბოლოთაშვილის განცხადებით, დასაქმების ხელმისაწვდომობის გარეშე წარმოუდგენელია როგორც სერვისის მიწოდება, ასევე პროდუქციის წარმოება.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის ჩართულობა პროფესიული განათლების რეფორმირების პროცესში განპირობებულია იმ ფაქტით, რომ იგი ბიზნესის ხელშემწყობი ორგანიზაციაა და ცდილობს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას ბიზნესს.

"ქვეყანაში გვაქვს უმუშევრობის პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობენ დასაქმების მსურველები და ასევე დამსაქმებლებიც, ეს გამოწვევა გამოწვევად რჩება, რადგან დამსაქმებეთლა მოთხოვნებს არ შეესაბამება სამუშაოს მაძიებელთა კვალიფიკაცია. ამ პრობლემის მოგვარება მხოლოდ სახელწმიფოს პასუხისმგებლობა არ არის, რადგან ბიზნესის მხარდაჭერის გარეშე ამ გამოწვევას ვერ დავძლევთ. ბიზნესმა კარგად იცის რა სჭირდება მას. შესაბამისად, თუ ბიზნესმა არ განსაზღვრა თავისი საჭიროებები, შედეგებსაც ვერ მიიღებს",-აცხადებს მაგდა ბოლოთაშვილი.

მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ბევრი წარმატებული მაგალითი ბოლო წლების განმავლობაში სასურველი შედეგები პროფესიულ განათლებაის კუთხით მაინც არ გვაქვს.

"რიგ შემთხვევებში იმის გამო, რომ სასურველი ხარისხის შედეგების მიღება ვერ ხდება, ბიზნესს, თავისი პროფილით მუშაობის გარდა უწევს განათლების სფეროში შესვლაც, კვალიფიციური კადრების მოსამზადებლად. რა თქმა უნდა, ეს არ არის მართებული და ეფექტიანი. რეალურად, კარგად უნდა მოხდეს ბიზნესის ინტერესების იდენტიფიცირება არა მხოლოდ ამ ეტაპისთვის, არამედ უნდა გავარკვიოთ რა საჭიროებები იქნება სამი, ოთხი წლის შემდეგ. რადგან თუ არ დავიწყებთ ამ საკითხზე რეაგირებას, ეს დისბალანსი შესაძლოა რამდენიმე წლის შემდეგ კიდეც უფრო გაიზარდოს",- აღნიშნავს ის.

მაგდა ბოლოთაშვილი ამ პროცესში სავაჭრო-სამრეწველო პალატის, როგორც მაკოორდინებელი სუბიექტის როლზეც საუბრობს.

"უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ ვართ მხოლოდ თბილისში და მხოლოდ ერთ რეგიონში წარმოდგენილი. პალტას ჰყავს საქართელოს სხვადასხვა რეგიონში თავის წარმომადგენლობა, შესაბამისად კერძო სექტორს საჭიროებების იდენტიფიცირება შეგვიძლია ქვეყნის მაშტაბით",- აცხადებს ბოლოთაშვილი.