მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვესტორთა საბჭო: მეღვინეთუხუცესის შემცვლელის ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი

5ddbd0f377220
შოთა ტყეშელაშვილი
25.11.19 17:00
2089
ინვესტორთა საბჭოს სამდივნოში BMG-ის განუცხადეს, რომ უახლოეს მომავალში საბჭოს ხელმძღვანელის მარიამ მეღვინეთუხუცესის შემცვლელის ვინაობას გაასაჯაროებენ. მეღვინეთუხუცესი საბჭოს დაარსების დღიდან ხელმძღვანელობდა.

როგორც ცნობილია, ხვალ, 26 ნოემბერს მთავრობის კანცელარიაში საბჭოს მორიგი სხდომაა დაგეგმილი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უხელმძღვანელებს. ეს გახარიას პერმიერობის პერიოდში საბჭოს პირველი სხდომა იქნება. აღნიშნულ სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრება საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე ფადი ასლი, რომელიც აცხადებს, რომ მთავრობა უკვე წლებია ქვეყანაში უცხოელ ინვესტორთა ინტერესებს უგულებელყოფს.

საბჭოს სამდივნოში BMG-ის უთხრეს, რომ სხდომის დღის წესრიგს და განხილულ საკითხებს ხვალ გამოაქვეყნებენ.
ინვესტორთა საბჭო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ ერთობლივად დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც რამდენიმე ჯგუს აერთიანებს, მათ შორისაა ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციები, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები და კერძო სექტორის განვითარებაში ჩართული საერთაშორისო პარტნიორები.

სექტემბერში ინვესტორთა საბჭომ ორი ახალი წევრის - გერმანული ბიზნეს ასოციაციისა (DWV) და საქართველო-თურქეთის ბიზნესმენთა ასოციაციის მიღების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. აღნიშნული ორგანიზაციები ინვესტორთა საბჭოში კონკურსის გზით მოხვდნენ.

ფოტო: forbeswoman.ge