მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვოისის მართვა "თიბისის" ონლაინ ბანკიდან გახდა შესაძლებელი

5f58997bb76e5
ლიკა გურაბანიძე
09.09.20 20:20
1108

თიბისი ბანკმა ონლაინ სერვისი გაამრავალფეროვნა და მას ინვოისის გადახდის ფუნქცია დაამატა.

თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ქურდიანი “საქმიან დილაში” განაცხადა, რომ ახალი ერთობლივი პროექტი invoice.ge-თან, ბიზნეს სუბიექტებს საშუალებას აძლევს საქმიანობა გაიმარტივონ.

“მოგეხსენებათ, რომ ინვოისების თემა რუტინულია. ჩვენ რაც გავაკეთეთ invoice.ge-ს გუნდთან ერთად, ეს ბიზნესებს საქმიანობაში დაეხმარება. თიბისის ბიზნეს აპლიკაციაში invoice.ge გამოჩნდა, სადაც მომხმარებელს დეტალების ნახვა და ოპერაციების შესრულება შეუძლია. გარკვეული პროცესები ისე უნდა ხდებოდეს, რომ ეს ვერ ვიგრძნოთ.

თიბისის 150 ათასამდე ბიზნეს მომხმარებელი ჰყავს და ყოველდღიურად ბევრ მათგანს ვემსახურებით. შესაბამისად, ჩვენ invoice.ge-ის პარტნიორი ვიქნებით და მას მომხმარებლებს შევთავაზებთ.

ასევე ის დამოუკიდებელი პლატფორმაა, რისი სერვისების მიღებაც მომხმარებელს თავად შეუძლია და ამაზე შეზღუდვა არ არსებობს. მასში ჩართვა ნებისმიერ ბანკს შეუძლია და რაც უფრო კარგად შეიკვრება ეს წრე, invoice.ge-ს პლატფორმის გამოყენება მეტად გამარტივდება", - აღნიშნა თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ.

NS