მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IOC: კორონავირუსის გამო ოლიმპიური თამაშები ტოკიოში შესაძლოა გადაიდოს

5e562fd061457
ნათია თაქთაქიშვილი
26.02.20 20:40
851
ტოკიოში დაგეგმილი ოლიმპიური თამაშები შესაძლოა გადაიდოს. ამის შესახებ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი(IOC) იტყობინება. აღნიშნული ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც იაპონიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა. The Guardian-ის ცნობით, იაპონიაში უკვე გადაიდო ქვეყნის ეროვნული საფეხბურთო ლიგის (J-League) მატჩები 15 მარტამდე.

როგორც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრები აცხადებენ, შესაძლოა კომიტეტმა თამაშების გამართვაზე უარი განაცხადოს და დღის წესრიგში დადგეს ადგილმდებარეობის შეცვლა ან თამაშების დროებით გადადება, რაც დამოკიდებული იქნება ვირუსის გავრცელების მასშტაბებსა და სიმძლავრეზე.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს წელს თამაშების გამართვა 12.2 მლრდ აშშ დოლარი უჯდება. ამჟამინდელი მონაცმებით, თამაშების ჩატარება 24 ივლისიდან იგეგმება.