მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იოგურტი კოვიდის წინააღმდეგ - დეზინფორმაცია, რის გამოც კომპანიის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა

6090e7973a3e8
თათია კაკიაშვილი
04.05.21 23:40
836

სამხრეთ კორეაში რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის Namyang Dairy Product-ის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც პოლიციამ გამოძიება დაიწყო იმის გასარკვევად, კონკრეტული კომპანიის მიერ წარმოებული იოგურტი ეფექტიანი იყო თუ არა კორონავირუსთან საბრძოლველად, როგორც ამას თავად კომპანიაში აცხადებდნენ. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

„მე ვტოვებ Namyang Dairy–ს თავმჯდომარის თანამდებობას და ამ ნაბიჯით პასუხისმგებლობას ვიღებ შექმნილ სიტუაციაზე, თუმცა კომპანიის მართვას ჩემს შვილებს ვუთმობ“, - განაცხადა Namyang Dairy Product-ის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ - ჰონგმა, რითაც საზოგადოებას შექმნილი გაუგებრობის გამო ბოდიში მოუხადა.

მარეგულირებელი კომპანია Namyang-ის ბოლო მონაცემებით, ჰონგი და მისი ოჯახის წევრები რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის შემოსავლების 53.1%-ს ფლობენ. საგულისხმოა, რომ გასულ კვირას სეულის პოლიციამ კომპანიის ოფისი დაარბია, მიზეზი გახლდათ კომპანიის განცხადება იმის თაობაზე, რომ Namyang Dairy Product-ის მიერ წარმოებული იოგურტი კორონავირუსთან საბრძოლველად განსაკუთრებული ეფექტიანობით გამოირჩეოდა და ამ განცხადების შემდეგ იოგურტზე მოთხოვნა 30%-ით გაიზარდა.

კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებას მოგვიანებით სამხრეთ კორეის სურსათისა და წამლის უსაფრთხოების სამინისტროს განმარტებაც მოჰყვა, რომლის მიხედვითაც „Namyang Dairy Product-ს არ აქვს არანაირი მტკიცებულება, რომელიც სარჩელს დაადასტურებს“ და სამინისტრომ კომპანია უკანონოდ გავრცელებულ დეზინფორმაციაშიც დაადანაშაულა.