მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“იოლი არ იყო” - ხიდურელი მსოფლიო ბანკის მიერ 85 მლნ ევროს გამოყოფაზე

60a8ee814b1b1
ლიკა გურაბანიძე
23.05.21 10:06
1053

მსოფლიო ბანკი საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნის და პანდემიის ზემოქმედებით დაზარალებული ფირმების მხარდასაჭერად 85 მლნ ევროს გამოყოფს. ეს გადაწყვეტილება მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭომ 11 მაისს დაამტკიცა.

როგორც „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა გადაცემა "Forbes-კვირაში" განაცხადა, 85 მლნ ევროდან 68 მლნ ევრო 5 წლის განმავლობაში სააგენტოს პროგრამებზე იქნება მიმართული.

“ერთი მხრივ თანხები არსებული პროგრამების მაქსიმალურ მხარდაჭერაზე და გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მიემართება, ხოლო მეორე ახალი მიმართულებების დამატებაზე, მაგალითად დიჯიტალიზაცაზე. ამ სესხში შედის თანხა, რომლითაც პროგრამა უნდა გაკეთდეს, რომელიც ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესს დიჯიტალიზაციაში დაეხმარება, რათა მაქსიმალურად ჰარმონიზებულები ვიყოთ დღეს თანამედროვე ბიზნეს სტანდარტებთან.

იოლი არ იყო, მსოფლიო ბანკის თავსებადობის ურთულესი პროცედურა გავიარეთ. ეს არის მწვანე შუქი ბევრ სხვა ფინანსურ ინსტიტუტთან და ჩვენ ამას მასშტაბურად უფრო ვუყურებთ, და არა ერთჯერად პროექტად, რაც თავის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია.", - განაცხადა ხიდურელმა.

მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSMEs) დახმარების ახალი პროექტი მიზნად ისახავს საწარმოების ხელშეწყობას და სამუშაო ადგილების შექმნას დახმარების პროგრამების გაფართოებითა და გაძლიერებით, ასევე საქართველოს ეკონომიკის გაციფრულების წახალისებით.