მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იოშიჰიდე სუგა იაპონიის მომდევნო პრემიერ-მინისტრი გახდება

5f5f25c8e715d
ნათია თაქთაქიშვილი
14.09.20 12:41
1136
იაპონიის მთავრობის კაბინეტის მდივანი იოშიჰიდე სუგა მმართველი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერად აბსოლუტური უმრავლესობით აირჩიეს და ის აღნიშნულ პოზიციაზე სინძო აბეს შეცვლის. ამის შესახებ ინფორმაციას The Financial Time-ი ავრცელებს.

იქიდან გამომდინარე, რომ ლიბერალ-დემოკრატიული პარტია პარლამენტში მანდატების უმრავლესობას ფლობს, პარტიის ახალი ლიდერი იაპონიის პრემიერ-მინისტრიც გახდება.

შეგახსენებთ, რომ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ გადადგომის შესახებ განცხადება 28 აგვისტოს გაკეთა. პოლიტიკოსმა ეს გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიიღო. სინძო აბე მრავალი წელია წყლულოვანი კოლიტითაა დაავადებული. ამის გამო ის 2007 წელსაც გადადგა, თუმცა შემდეგ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და 2012 წელს აბე კვლავ პრემიერ-მინისტრად აირჩიეს.