მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Iphone 12-ის 5 ალტერნატივა, რომელიც 700 დოლარამდე ღირს

5fac1bb2b48c2
თათია კაკიაშვილი
12.11.20 00:10
2763
Apple-ის ახალმა Iphone 12-მა, რომელიც ბაზარზე სულ რამდენიმე კვირაა, გამოჩნდა, მომხმარებლის დიდი ინტერესი 5G მხარდაჭერის, ორმაგი კამერის, ძლიერი პროცესორის და Iphone 11-თან შედარებით, უფრო მსუბუქი დიზაინის გამო დაიმსახურა. თუმცა, საგულისხმოა მისი ღირებულება, რომელსაც დღეის მდგომარეობით, ბევრი მომხმარებელი ვერ შეწვდება - Iphone 12 mini-ს ფასი 700 დოლარიდან იწყება.

თუ თქვენც მათ რიგებში ხართ, ვისაც მობილურის განახლება სურს და პრიორიტეტული 5G მხარდაჭერის მქონე მოდელია, საბედნიეროდ, ბაზარზე რამდენიმე ბიუჯეტური ვარიანტიც არსებობს, რაც Iphone 12-ის ალტერნატივად შეიძლება, ჩაითვალოს.

Google Pixel 4a 5G
5G მხარდაჭერით მონუსხული ბევრი მომხმარებლისთვის შეიძლება, Google Pixel 4a კარგი ვარიანტი იყოს, მით უფრო მაშინ, როცა მოდელის ღირებულება 499 დოლარიდან იწყება. Google Pixel 4a 5G მხარდაჭერის მქონე განახლებული სმარტფონია, რომელიც ბაზარზე წლის დასაწყისში გამოჩნდა. თუმცა მისი ბიუჯეტური ღირებულების ნაკლოვანება ისაა, რომ უახლეს Pixel ტელეფონებს აქვთ უფრო დაბალი გარჩევადობის ეკრანები და ნაკლებად მძლავრი პროცესორები, ვიდრე სხვა წამყვან მოწყობილობებს, მოდელის ძლიერ მხარედ კი შეიძლება, მისი წყალგაუმტარობა ჩაითვალოს. მას აქვს 6,2 ინჩიანი ეკრანი, Pixel 4a–ს გაუმჯობესებული კამერა, 128 გბ მეხსიერება, Android ოპერაციული სისტემის ყველაზე სუფთა ვერსია და, რა თქმა უნდა, 5G კავშირი უფრო დაბალ ფასად, ვიდრე სხვა 5G მოწყობილობებს.

Motorola One 5G
5G კავშირის გარდა, Motorola One 5G-ს აქვს რამდენიმე სხვა მიმზიდველი თვისებაც, მათ შორის 6,7-ინჩიანი სრული HD ეკრანი, ოთხი უკანა კამერა და 128 გბ-იანი ჩამონტაჟებული მეხსიერება. მას ასევე აქვს გამძლე, 5,000 მილიამპერიანი ელემენტი, რომელიც iPhone 12-თან შედარებით, ორჯერ მეტად გამძლეა. მისი ნაკლებად მიმზიდველი მხარე ის არის, რომ მოწყობილობის კორპუსი პლასტმასისა და არა შუშის და მას მხოლოდ 4 გბ-იანი ოპერატიული მეხსიერება აქვს. Motorola One 5G-ის ფასი 445 დოლარიდან იწყება.

Samsung Galaxy A51 5G
Samsung-ი ბაზარზე ნაკლებად ძვირადღირებული ტელეფონებით პოზიციონირებას განაგრძობს და ამჯერად მომხმარებელს Galaxy A lineup-ს სთავაზობს. A51-ს აქვს სრული HD 6.5 ინჩიანი დისპლეი, უკანა მხარეს ოთხი კამერა, ეკრანზე თითის ანაბეჭდის წამკითხავი და გამძლე ელემენტი. მართალია, მას მსოფლიოში ყველაზე სწრაფი პროცესორი არ აქვს, მაგრამ მომხმარებელი 499 დოლარად ბევრ სარგებელს იღებს - მათ შორის უამრავ ფუნქციას, რაც გაცილებით ძვირადღირებულ ტელეფონებს აკლია.

iPhone SE
თუ თქვენ მაინც Iphone გსურთ, წელს Apple-ი ბიუჯეტურ მოდელს, Iphone SE-ს გთავაზობთ. ამ მოდელის ფასი 399 დოლარიდან იწყება და აქვს 4.7 დიუმიანი დისპლეი, ე.წ. სახლის ღილაკი და Touch ID. IPhone SE-ს მხოლოდ ერთი უკანა კამერის ობიექტივი აქვს, რაც Apple-ის სხვა ბოლოდროინდელ მოწყობილობებთან შედარებით, განსხვავებული მახასიათებელია. საგულისხმოა, რომ Apple-მა IPhone X-ის და IPhone 11-ის ფასები შეამცირა და მათი შეძენა ახლა უკვე, შესაბამისად, 499$ და 599$-ად შეიძლება.

Moto G Power
თუ მათ რიგებში ხართ, ვისაც უბრალოდ ისეთი სმარტფონი სურს, რომელიც საიმედო იქნება და დარეკვის და ელ-ფოსტის შემოწმების დროს არ დაგიჯდებათ, Moto G Power სწორედ თქვენთვისაა. მოწყობილობა გამოირჩევა 5000 მილიამპერიანი ელემენტით, რომელიც ერთი დამუხტვით 16 საათი მუშაობს. მართალია, მისი ეკრანი და სამი უკანა კამერის ობიექტივი უმაღლესი კლასის ტელეფონების მსგავსი არ არის, თუმცა, ბიუჯეტურობის გათვალისწინებით, Moto G Power მაინც კარგად იმუშავებს. მობილურის ღირებულება თავდაპირველად 249 დოლარი იყო, თუმცა დღეს მომხმარებელს მისი შეძენა მოტოროლას ვებ-გვერდიდან 199 ამერიკულ დოლარადაც შეუძლიათ.