მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Iphone-ების მწარმოებელი კომპანია დღეში დაახლოებით 1 მლნ პირბადეს აწარმოებს

5e57ab2ba85a2
ნათია თაქთაქიშვილი
28.02.20 00:10
1304
Iphone-ების მწარმოებელი Foxconn-ი დღეში დაახლოებით 1 მლნ პირბადეს აწარმოებს, რათა მოხდეს სამედიცინო პირბადეებზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი აცხადებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, სამედიცინო პირბადეების წარმოებას კომპანია ყველა საერთაშორისო სტანდარტებისა და ნორმების დაცვით ახდენს და ცდილობს კიდევ უფრო გაზარდოს წარმადობა, რადგან ნიღბები არასაკმარისია.

ჩინეთის წამყვანი რესპირატორული დაავადებების ექსპერტი ჟან ნანშანმა, რომელიც Foxconn-მა მთავარ კონსულტანტად აიყვანა, მოსახლეობას თხოვნით მიმართა, თავი შეიკავონ სამედიცინო პირბადეების არამიზნობრივი ხარჯვისგან, რადგან ნიღბები დღემდე დეფიციტშია.

”Foxconn-მა იცის, თუ როგორ უნდა იზრუნოს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და როგორ გადაანაწილოს რესურსები საჭიროებისამებრ. ჩვენ დავიწყეთ თანამშრომლობა ჟან ნანშანთან, მას დიდი გამოცდილებაა აქვს SARS-თან ბრძოლის, რომელიც 2003 წელს დაფიქსირდა“, - განაცხადეს კომპანიაში.