06.თებერვალი .2020 00:24

IPN: „სტერეო პლუსს“ ინკასო დაედო

views 339
უკან

შპს „სტერეო პლუსს“ ინკასო დაედო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ წერს. სააგენტოს ცნობით, როგორც ციფრული მულტიპლექს ოპერატორის „სტერეო პლუსის“ დამფუძნებელმა დავით ზილფიმიანმა განაცხადა, კომპანიას საერთო ჯამში 3 500 000 ლარის ოდენობით ინკასო დაადეს.

„კომპანიას ძირი ვალია 1 700 000 ლარი, მაგრამ ჯარიმებით ინკასო 3 500 000 ლარი დაადეს. ეს არის მცდელობა იმის, რომ მაუწყებლობა გათიშონ. ტელეკომპანია „სტერეო პლუსი“ სამჯერ დაარბიეს და ახლა უკვე მეოთხედ მომიწევს აშენება თუ ეს ყადაღა არ შეიცვლება. მაუწყებლობის შეწყვეტას არც ვაპირებთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ, მაგრამ, ალბათ, გამთიშავენ, რადგან ვერც დენს ვიხდი და ვერც ვალდებულებებს ვეღარ ვასრულებ.

ასეთი რამე ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს იმიტომ, რომ ეს ვალი, რომელიც მაქვს, მე არ დამიგროვებია და ვერავინ იტყვის რომ, ჩვენ ვალი ისევე დაგვედო, როგორც სხვა კომპანიებს, რომლებიც არ იხდიან. ჩემ შემთვევაში ეს არ ჭრის. ყველამ იცოდა, ბოლო ოთხი პრემიერ-მინისტრის დონეზეც კი. რეჟიმული კომპანია ვერ იხდის ვალს, ამიტომ ეს ვალი ჩემი გადასახდელი არ არის“, - აცხადებს „სტერო პლუსის“ დამფუძნებელი.

"ინტერპრესნიუსის" ცნობით, დავით ზილფიმიანმა ასევე აღნიშნა, რომ მისი კომპანიის ანგარიშებზე ყადაღის დადება ნიშნავს იმას, რომ „ვიღაცას საქართველოში მაუწყებლობის შეწყვეტა სურს“.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა