07.აპრილი.2016 13:06
საზოგადოება

იპოთეკარები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ

იპოთეკარები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ
იპოთეკით დაზარალებულები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ, ამ მიზნით მათ გუშინ აქციაც გამართეს. როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ალექსანდრე კობაიძე "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას აცხადებს, ისინი პრემიერს საქმეების ინდივიდუალურად შესწავლას სთხოვენ.

"ჩვენ გვსურს ინდივიდუალურად მოხდეს ამ საქმეების შესწავლა და შესაბამისად სახელმწიფო იყოს გარანტი ბანკებთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან, რათა მოგვეცეს იმის საშუალება რომ გრძელვადიანი, დაბალი განაკვეთს სესხი რეალურად ავიღოთ. სახელმწიფო პოპულისტურად კი არ უნდა მიუდგეს ამ პრობლემებს, არამედ რეალურად უნდა დაინტერესდეს.

დეკემბერში პარლამენტმა მიიღო ძალიან კარგი კანონი, საპოლიციო გამოსახლების შესახებ და ეს მისასალმებელია, თუმცა მას დიდი წინააღდეგობა ჰქონდა, ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მხრიდან. ჩვენი და საზოგადოების აქტიურობით, ხალხმა გაიმარჯვა. ძალიან ბევრი ადამიანი აღმოჩნდა მსხვერპლი და ვფიქობთ რომ ეს სწორი გამოსავალია.

აჭარის ხელისუფლება გარანტად უდგება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და ბანკებს - ეს პრეცედენტი სხვაგანაც უნდა დამკვიდრდეს. მაგალითად, თუ აუქციონზე უძრავი ქონება გაიყიდა, სახელმწიფო თანამშრომლობს, რომ ისევ ის გამოსახლებული პიროვნება შესახლდეს და გრძელვადიანი სესხი მიეცეს თავისი ბინის გამოსასყიდად.

მოქალაქეები ამ რისკს, რაც ახლავს თან იპოთეკას სათანადოდ ვერ აფასებენ, ეს რისკი ჩვენს კისერზეა, მაგრამ ეს რისკი კრედიტორმაც უნდა შეაფასოს სათანადოდ.

კრედიტორი არ უნდა იყოს მოწოდებული, რომ ერთადერთი ბინის რეალიზაცია მოახდინოს და 50 000-ად შეფასებული ქონება 20 000-ად შეაფასოს", - განაცხადა კობაიძემ.

23.აპრილი.2019 22:00
346

„ზოგიერთ უწყებებში, სსიპ-ებში შეიძლება იყოს უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე - საჭიროა“

ვრცლად
23.აპრილი.2019 21:00
345

როგორ მკურნალობენ სისხლში ტყვიის მაღალ შემცველობას

ვრცლად
23.აპრილი.2019 19:40
169

"რეგიონს სჭირდება განვითარება, ამისთვის მნიშვნელოვანია ენერგორესურსების განვითარება"

ვრცლად
23.აპრილი.2019 17:38
396

კუს ტბისა და მთაწმინდის დამაკავშირებელ გზაზე საპიკნიკე ადგილები მოეწყობა

ვრცლად
23.აპრილი.2019 13:36
97

3 თვეში მორიგებით 2 400 საქმე დასრულდა

ვრცლად
23.აპრილი.2019 12:59
72

PSP და ეროვნული ბიბლიოთეკა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გაფორმდა

ვრცლად