მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იპოთეკის სუბსიდირება ბინების მეორადი ბაზრისთვისაც იქნება განკუთვნილი - ძნელაძე

60e41ad7de0bb
ვიქტორია მღებრიშვილი
06.07.21 13:16
953
საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე დღეს ეკონომიკის მინისტრის მიერ ოჯახებისთვის, იპოთეკური სესხების სუბსიდირების წარდგენილ პროგრამას აფასებს და აცხადებს, რომ "თუ გასულ წელს იპოთეკური სესხების სახელმწიფო პროგრამამ მოთხოვნა ახალი ბინების ბაზარზე გააჩინა, ეს პროგრამა ძველი ბინების ბაზარზეც იქნება მიმართული".

ამის შესახებ მან BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ „ეკონომიკა 2030“-ის წარდგენის შემდეგ განაცხადა.

ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, რომ პროგრამის დეტალების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს და არც ის იცის კონკრეტულად როდისთვის იგეგმება მისი ამოქმედება.

„დღეის მდგომარეობით, უძრავი ქონების იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის შეფასება გამიჭირდება, რადგან აღნიშნული პროექტი მაინც სეგმენტირებულია. მნიშვნელოვანია შევაფასოთ რა მოთხოვნა იქნება კონკრეტულად ამ მიმართულებით და ჩაანაცვლებს თუ არა იმ პორტფელის ნაწილს, რომელიც დღეს არის. სუბსიდირების წინა პროგრამამ ახალი ბინების შეძენისას მნიშვნელოვანი მოტივაცია გააჩინა, დღესაც უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით იპოთეკური სესხების სუბსიდირება, დღეისთვის ის მეორადი ბაზრისთვისაც იქნება განკუთვნილი“, - განაცხადა საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა.

პირველ და მეორე შვილზე - 6%-ის სუბსიდირება, მესამეზე - 8%-ის - იპოთეკის პროგრამის დეტალები