მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იპოთეკის სუბსიდირების პროგრამით უკვე 400 სესხი დამტკიცდა - "აწარმოე საქართველოში"

6172b74b84803
მარიამ ვარადაშვილი
22.10.21 23:00
723
22 ოქტომბრის მდგომარეობით, სუბსიდირებული იპოთეკური სესხების პროგრამის ფარგლებში, 400 სესხი დამტკიცდა. ამის შესახებ BMG-ს ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო “აწარმოე საქართველოში” განუცხადეს. მათივე ცნობით, დამტკიცებული სესხების ჯამური მოცულობა 44 467 457 ლარია.

“ამჟამად სააგენტოში განხილვაშია, დამატებით 30 დამტკიცებული იპოთეკური სესხი", - აცხადებენ სააგენტოში.

პირველი სექტემბრიდან იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდა. შესაბამისი კომპონენტი „აწარმოე საქართველოში“ დაემატა.

პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში:

ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის შვილი;

ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი;

ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, რომელსაც სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შვილად აყვანილი არასრულწლოვანი პირი.

პროგრამის ფარგლებში იპოთეკური კრედიტების გაცემა მოხდება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, მას გასცემს კომერციული ბანკი, პირველადი და მეორადი ბინის/სახლის შესაძენად ან კერძო სახლის ასაშენებლად.

იპოთეკური სესხი უნდა გაიცეს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ. სესხის მაქსიმალური მოცულობა იქნება 200 000 ლარი. თუმცა დასაშვებია, რომ ასაშენებელი ბინის/სახლის ღირებულება აღემატებოდეს 200 000 ლარს. კომერციული ბანკის მიერ ამ პროგრამის მიხედვით კრედიტის დამტკიცების შემთხვევაში, სააგენტო პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული მოცულობებით ახორციელებს კომერციული ბანკის მიერ ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებას, სესხის გაცემიდან 60 (სამოცი) თვის განმავლობაში.