მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იპოთეკურ სესხებში საგრძნობი ზრდაა – თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული მიმოხილვა

5f47c30544b21
თამთა ჯიჯავაძე
27.08.20 19:01
794
გაცემულ იპოთეკურ სესხებში საგრძნობი ზრდა დაფიქსირდა, რაც გასული წლის სუსტი საბაზისო პერიოდით აიხსნება. ამის შესახებ საუბარია "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ მიმოხილვაში.

ანგარიშის მიხედვით, 6 ივლისიდან დღემდე გაცემული იპოთეკური სესხების 35% სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციარია.

„თბილისში ბინების გაყიდვების რეგისტრაციის ზრდის 7 დღის საშუალო მაჩვენებელი მცირედით გაუმჯობესდა და ამჟამად წ/წ -14%-ს შეადგენს, წინა კვირის -17%-თან შედარებით“, – აღნიშნულია მიმოხილვაში.

შეგახსენებთ, იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა, დაახლოებით, ორი თვის წინ ამოქმედდა.