მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იპოთეკურ სესხებში უმოქმედო კრედიტების წილი მცირდება

62028374ce517
BM.GE
08.02.22 20:47
1645
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში არსებულ იპოთეკურ სესხებში უმოქმედო კრედიტების წილი მცირდება. ლარის იპოთეკებს შორის 2021 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით უმოქმედო სტატუსი ჰქონდა სესხების 3%-ს, როდესაც მესამე კვარტალში ეს მაჩვენებელი 5% იყო. დოლარის იპოთეკებში კი უმოქმედოა პორტფელის 4%, როდესაც მესამე კვარტალში უმოქმედო იყო კრედიტების 6%.

“2021 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, უმოქმედო სესხების წილი ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებში მცირედით შემცირდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის ხელთარსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, უმოქმედო სესხების წილი იპოთეკურ და სამომხმარებლო სესხებში მცირედით შემცირდა, რაც მნიშვნელოვანწილად პორტფელის ზრდისა და შინამეურნეობების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შედეგია.

ვალუტების ჭრილში, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შემცირდა უმოქმედო სესხების წილი უცხოური ვალუტით გაცემულ იპოთეკურ სესხებში. კერძოდ, ევროთი გაცემულ იპოთეკურ სესხებში უმოქმედო სესხების წილი 2.7 პპ-ით, 4%-მდე, შემცირდა. დოლარით გაცემულ იპოთეკურ სესხებში უმოქმედო სესხების წილი 2.0 პპ-ით 4%-მდე შემცირდა. რაც შეეხება ეროვნული ვალუტით გაცემულ იპოთეკურ სესხებს, უმოქმედო სესხების წილი მცირედით შემცირდა და 2% შეადგინა საბანკო სექტორის წარმომადგენლები მომდევნო კვარტალში უმოქმედო სესხების წილის მცირედით შემცირებას მოელიან, როგორც იპოთეკურ, ისე სამომხმარებლო სესხებში. ამასთან, ამ დროისთვის ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების პორტფელის 3% სარგებლობს სესხის მომსახურების საშეღავათო პერიოდით.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2021 წლის მეოთხე კვარტალში, მესამე კვარტალთან შედარებით, რესტრუქტურიზებული სესხების წილი ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებში 0.3 პპ-ით, 8.5%-მდე შემცირდა. აღნიშნული მაჩვენებელი 2020 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით 1.7 პპ-ით არის შემცირებული,”- ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.