მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იპოთეკური სესხები წლიურად 73%-ით გაიზარდა - TBC

62617525d2e4c
შოთა ტყეშელაშვილი
21.04.22 19:20
1332
TBC Capital-ის აღდგენის დინამიკის კვლევის მიხედვით, 2022 წლის 1-16 აპრილის პერიოდში, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების ზრდა კვლავ მაღალია და წინა წელთან შედარებით 73%-ს შეადგენს.

ამავე პერიოდში, საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა თბილისში 31%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით.

აღდგენის დინამიკის მიხედვით, იზრდება სხვა ეკონომიკური აქტივობაც, 2022 წლის 8-14 აპრილის პერიოდში არარეზიდენტების უნაღდო ხარჯვა, თიბისი ბანკის არხებით, 6%-ით აღემატება 2019 წლის დონეს.

"თიბისი ბანკის არხებით, სასტუმროებში უნაღდო ხარჯვის ზრდამ 10% შეადგინა 2019 წელთან შედარებით (+80% წ/წ). რესტორნებსა და კაფეებში უნაღდო დანახარჯების ზრდა კვლავ მაღალია და 133%-ს უტოლდება 2019 წელთან შედარებით (+169% წ/წ),"- ნათქვამია დოკუმენტში.