მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იპოთეკური სესხების აქცია „ტერაბანკისგან“

617fab30a81d8
ვიქტორია მღებრიშვილი
01.11.21 13:33
790
„ტერაბანკი“ მომხმარებლისთვის იპოთეკური სესხების ახალ აქციასა და განსაკუთრებული პირობების შეთავაზებას იწყებს.

პირველი ნოემბრიდან იმ პირებისთვის, რომლებიც საბანკო პროდუქტით აქციის ფარგლებში ისარგებლებენ, საპროცენტო განაკვეთი ლარში 11%-დან, ეფექტური კი 12.7%-დან იწყება. ამას გარდა, მათზე 3-თვიანი სრული საშეღავათო პერიოდიც გავრცელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროის განმავლობაში მომხმარებელი არც ძირითად თანხას გადაიხდის და არც - პროცენტს.

იპოთეკური სესხების აქციაში ჩართვა შეუძლიათ ადამიანებს, რომლებსაც უძრავი ქონების შეძენა, რემონტი ან მშენებლობა სურთ და თანხაც ამ მიზნით ესაჭიროებათ. როგორც „ტერაბანკში“ აცხადებენ, ახალი ინიციატივა იპოთეკური სესხის შეღავათიანი პირობებით აღების ოპტიმალური და ხელსაყრელი შესაძლებლობაა.

„ამგვარ აქციას მომხმარებელს სხვადასხვა პერიოდულობით, სისტემატურად ვთავაზობთ. ვფიქრობთ, ამჯერადაც მას დიდი დაინტერესება მოჰყვება“, - აცხადებენ „ტერაბანკში“.

იპოთეკური სესხები მხოლოდ ლარში გაიცემა. აქცია მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება.
(R)