მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირებას ნაწილობრივ პოლიტიკის შერბილების ეფექტი აქვს“

610a504fb175c
ინგა მურუსიძე
04.08.21 12:33
766
იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირებას ნაწილობრივ პოლიტიკის შერბილების ეფექტი აქვს, - ასე პასუხობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე კითხვას იმის შესახებ, თუ როგორ აფასებს ახლად დაბადებული ბავშვების მშობლებისთვის იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების პროგრამას და რა გავლენა ექნება მას ინფლაციაზე.

„იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირებას ნაწილობრივ პოლიტიკის შერბილების ეფექტი აქვს, ადრეც აღვნიშნავდით ამას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მკაცრი მონეტარული პოლიტიკის საჭიროება დგას და ამ პოლიტიკიდან გამოსვლას მაშინ დავიწყებთ, როცა ინფლაციური წნეხი ცალსახად შემცირდება“, - განაცხადა გვენეტაძემ.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 სექტემბრიდან დაბადებული ყველა ბავშვის მშობელს იპოთეკური სესხით ბინის შეძენის შემთხვევაში პროცენტი დაუსუბსიდირდება.