07.ივნისი .2021 16:32

იპოთეკური სესხების სუბსიდირებაზე მთავრობა 120 მლნ ლარს დახარჯავს - მთავრობის ანგარიში

იპოთეკური სესხების სუბსიდირებაზე მთავრობა 120 მლნ ლარს დახარჯავს - მთავრობის ანგარიში
views 421
უკან

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერით პარლამენტში წარდგენილია სამთავრობო ანგარიში, რომელიც   2020 წლის ივნისიდან 2021 წლის ივნისამდე პერიოდს მოიცავს.

დოკუმენტში საუბარია მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომელშიც ცალკე ქვეთავად არის გამოყოფილი იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა, რომელიც 2020 წლის 1 ივლისიდან, 2020 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში მოქმედებდა. „იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმის" ფარგლებში სახელმწიფომ 5 წლის განმავლობაში ბენეფიციარებს იპოთეკური სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის 4% დაუსუბსიდირა.

„ამჟამინდელი მდგომარეობით, პროგრამაში ჩართულია 6 774 ბენეფიციარი, საიდანაც 1 806-მა ისარგებლა სესხის გარანტიითაც.

ჯამურმა სესხის მოცულობამ 641.7 მილიონი ლარი შეადგინა. მომდევნო 5 წლის მანძილზე სუბსიდიის სახით გასაცემი თანხა 120 მლნ ლარია. სახელმწიფოს მიერ გარანტიის სახით ბანკებში გადარიცხული თანხების მოცულობა 8.1 მლნ ლარია“, - ნათქვამია ანგარიშში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა