მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იპოთეკური სესხის სუბსიდირების მსგავსი პროგრამა ყოველ წელს უნდა მოქმედებდეს - "თეთრი კვადრატი"

60c481e220332
ვიქტორია მღებრიშვილი
12.06.21 17:35
1927
დეველოპერული კომპანია „თეთრი კვადრატის“ მმართველი პარტნიორები შოთა ბერეკაშვილი და ირაკლი ბურდილაძე „Forbes Talks“-თან ინტერვიუში იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამას დადებითად აფასებენ. კომპანიის ხელმძღვანელებს მიაჩნიათ, რომ ეს უფრო სტიმულირების პროგრამაა და არა სუბდისირების.  მათი თქმით, მსგავსი პროგრამები ყოველწლიურად უნდა ხორციელდებოდეს.

„ასეთი პროგრამები შეზღუდული რაოდენობით ქვეყანაში ყოველწლიურად რომ გაკეთდეს, ცუდი არ იქნება. ამით მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებზე ხელმისაწვდომობის საშუალებას მივცემთ. ასეთი პროგრამები საზღვარგარეთ ძალიან ხშირია და პრეცედენტულია“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

ირაკლი ბურდილაძე კი განმარტავს, რომ სტიმულირების პროგრამები მსოფლიოში სხვადასხვა ფორმით ხორციელდება.

„დასავლეთში, ბევრ ქვეყანაში, არის პრაქტიკა, რომლის დროსაც აღებულ იპოთეკურ სესხზე გადახდილი საპროცენტო ხარჯი ფიზიკურ პირს საშემოსავლო გადასახადის გადახდის დროს ექვითება, ეს დაახლოებით იგივეა, რაც ჩვენთან განხორციელდა, ოღონდ სხვა ფორმით კეთდება“,– ამბობს ბურდილაძე,