07.მაისი .2020 19:15

IPSOS: საქართველოში გამოკითხულთა 55% შემოსავლის გარეშე დარჩა

views 562
უკან

IPSOS-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პანდემიის პირობებში გამოკითხულ რესპონდენტთა 40% აგრძელებს მუშაობას, თუმცა ძირითადად დისტანციურ რეჟიმში. 12% უხელფასო შვებულებაში გაუშვეს, ხოლო 43% აცხადებს, რომ საერთოდ უსამსახუროდ დარჩა. შესაბამისად, ამ ეტაპზე ჯამში 55%-ია ისეთი, ვინც შემოსავლის გარეშე დარჩა.

კვლევის თანახმად, ირკვევა, რომ გამოკითხულთა 22% აქვს ფინანსური შესაძლებლობა, რომ დარჩეს კარანტინში კიდევ ერთი თვე, 77% -ს კი არ აქვს შესაბამისი დანაზოგი იმისათვის, რომ კიდევ ერთი თვე დარჩეს სახლში. ამიტომაც ადამიანების 29% -ს კორონავირუსზე მეტად, პროდუქციაზე ფასების გაზრდის და შემცირებული შემოსავალის ეშინია. 26% სამსახურის დაკარგვაზე წუხს. 25%-ს აწუხებს დოლარისა და ევროს კურსის ზრდა, ხოლო 14% ფიქრობს, რომ შესაძლოა პროდუქციის მარაგი ამოიწუროს ქვეყანაში.

კვლევის ფარგლებში, ჯამში  მამაკაცების 47% და  ქალბატონების 53% გამოიკითხა. ყველაზე მაღალი პროცენტული წილი ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით 25-დან 34 წლამდე დაფიქსირდა.

ეს კვლევის პირველი ეტაპის შედეგებია, სამომავლოდ კი კიდევ 4 ეტაპის ჩატარებაა დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა