მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იქცევა თუ არა "მაიმუნის ყვავილი" პანდემიად? - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

6295c6a60660b
მარიამ ვარადაშვილი
31.05.22 11:49
1745
ალერგოლოგი და იმუნიზაციის ეროვნული საბჭოს წევრი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ “მაიმუნის ყვავილის” გადაცემა საკმაოდ რთული პროცესია, თუმცა მისი თქმით, პოტენციურად "მაიმუნის ყვავილს" დიდი პანდემიის გამოწვევა 99%-იანი ალბათობით არ შეუძლია.

“გადაცემის კუთხით 2-მეტრიანი დაშორებით კონტაქტი სამ საათზე მეტხანს უნდა გაგრძელდეს, რომ დავინფიცირდეთ. ასევე გადადის კანი-კანთან კონტაქტით ან ინფიცირებული ადამიანის ტანსაცმელისა და სხვადასხვა ნივთების გამოყენებით. ეს არ არის ინფექცია, რომელიც ცემინებით ვრცელდება როგორც კორონავირუსი იყო. ამიტომ, მას პოტენციურად დიდი პანდემიის გამოწვევა 99%-იანი ალბათობით არ შეუძლია. მზაობა ქვეყანას უნდა ჰქონდეს. ამ ეტაპზე პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ არც ვაქცინა გვაქვს, არც ანტივირუსული პრეპარატი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს განაცხადი აქვს გაკეთებული და გარკვეულ ეტაპზე ეს წამალი და ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება”,-აცხადებს კულუმბეგოვი.

ბიძინა კულუმბეგოვი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ჩუტყვავილას მსგავსი გამონაყარის შემთხვევაში დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტს მიმართონ, რათა “მაიმუნის ყვავილის” რისკი გამოირიცხოს.

“ვაქცინაციის კამპანიის დაწყების საკითხი წინასწარ არ ვიცით და ეს “მამიმუნის ყვავილის” გავრცელების მასშტაბზე იქნება დამოკიდებული, თუმცა ქვეყანამ მარაგები რომ უნდა შექმნას ეს უდავოა. პანდემიური მზაობა სწორედ ამას გულისხმობს. ქვეყანამ ვაქცინების მობილიზება უნდა მოახდინოს, იქნება ეს ინდუვიდუალური კონტაქტების, თუ კავშირების მეშვეობით. ანტივირუსული ორი პრეპარატი, რომელიც დამტკიცებულია და რისკ ჯგუფებში ეფექტიანად გამოიყენება, მარაგის სახით ისიც უნდა არსებობდეს”,-ამბობს იმუნოლოგი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ დღეს BMG-ის უთხრა, რომ “მაიმუნის ყვავილის”ვირუსის დიაგნოსტიკისთვის ქვეყანაში PCR ტესტები იქნება ხელმისაწვდომი.