მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იქნებ განმარტოთ, შიმშილობენ თუ არა საქართველოში ბავშვები"? - არველაძის შეკითხვა ტიკარაძეს

5e3ab7b834a1e
ინგა მურუსიძე
05.02.20 16:36
1545
"შიმშილობენ თუ არა საქართველოში ბავშვები"? - ამ შეკითხვით მიმართა საოარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა რევაზ არველაძემ ჯანდაცვის მინისტრს, რომელიც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოვიდა.

„გუშინ გავაკეთე განცხადება, რომ საქართველოში ბავშვები არ შიმშილობენ. ამას მოჰყვა პირდაპირ შკვალი, მე აღარ ვიტყვი ისეთი უცენზურო სიტყვები იყო და ასე შემდეგ. თავი დავანებოთ ამ ამბავს, თუმცა იყო დადებითი გამოხმაურებებიც. მე ძალიან კარგად მესმის, რომ საქართველოში არის გაჭირვებული მდგომარეობა. მთავარი პრობლემა სიღარიბეა და აქედან გამომდინარე, თავისთავად ცხადია, ასეთ გაჭირვებულ ბავშვებს პრობლემები ექმნებათ როგორც განათლების, ასევე სამედიცინო მომსახურების, სოციალური საკითხების და ა.შ. მიმართულებით. თუმცა ჩემი აზრით, სულ სხვა ამბავი არის შიმშილი. აი, ამისთვის შემდეგ, მე განმარტება გავაკეთე, რომ გამოყოფილი არის 70 მილიონი ლარი, ყოველთვიურად ეძლევათ ასეთ ბავშვებს კვების ბარათები, ვაუჩერები, არსებობს სხვა პროგრამებიც, თუმცა, შეიძლება მე მეშლება, ამიტომ მინდა თქვენ გააკეთოთ ეს განმარტება, შიმშილობენ თუ არა საქართველოში ბავშვები?“, - მიმართა არველაძემ ეკატერინე ტიკარაძეს.

დეპუტატის მეორე შეკითხვა მედიკამენტებს და მათ ფასებს შეეხებოდა.