11.ოქტომბერი .2019 15:00

იქნება თუ არა ანაკლიის პორტის ინვესტორი „მერიდიანი“? - ეკონომიკის მინისტრის განმარტება

views 811
უკან

„ჩვენ ხელშეკრულება გვაქვს და ამ ხელშეკრულების ფარგლებში ანაკლიის პორტის მხარდაჭერას ვაგრძელებთ,“ - ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ანალიტიკის“ წამყვანის მიერ დასმულ კითხვას, ვიხილავთ თუ არა ანაკლიის პორტის ინვესტორად კომპანია "მერიდიანს"?

„ინვესტორთან დადებული ხელშეკრულებით, რომელიც ტენდერის შედეგად იყო შერჩეული სახელმწიფოს გარკვეული ვალდებულება აქვს, ხოლო ჩვენ ვალდებულებებს პირნათლად ვასრულებთ. ნუ განვიხილავთ ისეთ მნიშვნელოვან, სტრატეგიულ პროექტს, როგორც არის ანაკლიის პორტი, ერთი კონკრეტული ინვესტორის ჭრილში. აქ მთავარია ის, რომ ეს არის ერთადერთი ბიზნეს პროექტი, რომელიც კონსტიტუციაში გვაქვს შეტანილი. ეს არის უმაღლესი დონის მხარდაჭერა და ვალდებულება, რაც სახელმწიფომ იკისრა. რა სტრუქტურით იქნება და როგორ იქნება ნებისმიერ შემთხვევაში ეს პროექტი შესრულდება“, - განაცხადა თურნავამ.  

ცნობისთვის: „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ერთ-ერთ პოტენციურ ინვესტორად მთავრობას „მერიდიან კაპიტალი“ წარუდგინა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა