მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იქნება თუ არა ვანო მაჭავარიანი გახარიას განახლებული გუნდის წევრი? - პასუხი

5fd894e5e66bc
ინგა მურუსიძე
15.12.20 14:53
1427
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ახალი მთავრობის წარდგენა უახლოეს მომავალში იგეგმება და მინისტრობის კანდიდატებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია დაასახელებს.

ასე უპასუხა მაჭავარიანმა ჟურნალისტის კითხვას -  იქნება თუ არა ის მთავრობის განახლებულ მინისტრთა კაბინეტში.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ახალი მთავრობის წარდგენა იქნება უახლოეს მომავალში და იქ ვიხილავთ ვიქნები თუ - არა. მიმდინარეობს კონსულტაციები. მეტ კონკრეტიკას ვერ გეტყვით, ეს პრემიერის პრეროგატივაა“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ცნობისთვის: მსგავსი პასუხის გასცა გუშინ ნათია თურნავამაც ჟურნალისტის იდენტურ კითხვას.