მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IQOS უკვე 54 ქვეყანაშია კომერციალიზებული - არის თუ არა სიაში შემდეგი საქართველო?

5f16c7940b660
BM.GE
21.07.20 14:41
2915

გლობალურად თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა დაახლოებით 1 მილიარდია, ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტატისტიკაში არის საუბარი. სხვადასხვა შეფასების თანახმად, 2025 წლისთვის მწეველთა რიცხვი დაახლოებით უცვლელი დარჩება. თამბაქოს უარყოფითი ზეგავლენის შემცირება მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების რისკის შემცირების პრაგმატულ გადაწყვეტას წარმოადგენს. თამბაქოს ზიანის შემცირების პოლიტიკა ეხმარება იმ მწეველ მოსახლეობას, რომელიც ვერ, ან არ ანებებს თავს მოწევას, გადავიდეს ნიკოტინის შემცველი ალტერნატიული მოწყობილობების მოხმარებაზე. თავად ალტერნატიული მოწყობილობა ნაკლები რისკის მქონე პროდუქტს წარმოადგენს, რომელიც საუკეთესო შემთხვევაში დაეხმარება მწეველს, თავი დაანებოს ტრადიციული სიგარეტის მოხმარებას.

კომპანია „ფილიპ მორის ინთერნეიშენალმა“ საკუთარი ბიზნესის ტრანსფორმაცია განახორციელა იმისათვის, რომ კონცენტრირებული ყოფილიყო მომხმარებელზე და შეექმნა მეცნიერულად დამტკიცებული, ტრადიციული მოწევის საუკეთესო ალტერნატივა იმ მწეველთათვის, რომლებიც გააგრძლებდნენ თაბაქოს პროდუქტების მოხმარებას.

კომპანიამ ტრადიციული სიგარეტის ალტერნატიული მოწყობილობა IQOS-ი შექმნა, რომელიც თამბაქოს წვის ნაცვლად გახურების ტექნოლოგიას იყენებს. PMI Science-ის თანახმად, IQOS-ი მოწევის შედეგად ჩვეულებრივ სიგარეტთან შედარებით 90-95%-ით ნალები ტოქსიკური ნივთიერების გამოყოფა ხდება. ტრადიციული სიგარეტისგან განსხვავებით, მოწყობილობა არ გამოყოფს კვამლს, არამედ წარმოქმნის აეროზოლს, რომელიც ორგანიზმს ნიკოტინით ამარაგებს. ერთი შეხედვით, IQOS-ის მოწყობილობა ელექტრო სიგარეტის მსგავსია, თუმცა მისგან განსხვავებით, არ იყენებს თხევად ნიკოტინს. IQOS-ი სამი ნაწილისგან შედგება, ესენია: გასახურებელი მოწყობილობა, სპეციალური თამბაქოს ღერი და დამტენი. მოწყობილობა კერამიკის ელემენტებისა და ოქროს ფირფიტის გამოყენებით სიგარეტის ღერს 350 °C-მდე აცხელებს.

IQOS-ი ამ დროისთვის ნიკოტინის შემცველი ერთადერთი ელექტრონული მოწყობილებაა, რომელმაც აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციისგან (FDA) მარკეტინგის ავტორიზაცია მიიღო და მას „თამბაქოს მოდიფიცირებული რისკის მქონე პროდუქტის“ სტატუსი მიენიჭა.

2020 წლის 7 ივლისს FDA-მ განაცხადა, რომ IQOS-ის სისტემა ნაკლები ზიანის მქონე პროდუქტს წარმოადგენს, რომელიც პოტენციურად საზიანო ქიმიკატების მცირე ოდენობას წარმოქმნის და ეს კვლევებით დასტურდება. ადმინისტრაციამ კვლევების ციტირება მოახდინა, რომლის თანახმადაც, ტრადიციული სიგარეტის IQOS მოწყობილობით ჩანაცვლების შემთხვევაში საგრძნობლად მცირდება ორგანიზმზე მავნე ქიმიკატების ზეგავლენა.

“PMI-ს მიერ წარმოდგენილი მონაცემები ამტკიცებს, რომ IQOS-ის მოხმარებაზე სრულად გადასვლა ამცირებს ორგანიზმზე უარყოფით ზეგავლენას. სწორედ ამიტომ, პროდუქტის შესახებ ავტორიზებული ინფორმაციის გავრცელების მეშვეობით შესაძლებელი იქნება, დავეხმაროთ ზრდასრულ მწეველ მოსახლეობას, თავი დაანებოს ტრადიციული სიგარეტის მოხმარებას და შეამციროს მისი უარყოფითი გავლენა ორგანიზმზე“, - განაცხადა მიტჩ ზელემ, FDA-ს თამბაქოს პროდუქტების ცენტრის დირექტორმა.

„ფილიპ მორისმა“  რამდენიმე მილიარდი დოლარი დახარჯა IQOS-ის განვითარებისა და კვლევებისათვის. ორგანიზაცია ვებ-გვერდზე სისტემატიურად აქვეყნებს კვლევის შედეგებს და ანახლებს ინფორმაციას მოწყობილობის, მისი მოხმარებისა და ადამიანის ორგანიზმზე მოწყობილობის მოხმარების გავლენის შესახებ. PMI-ს მიერ ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ IQOS-ი ტრადიციული სიგარეტისგან განსხვავებით, ნაკლები რისკის შემცველია. თავად PMI-ს კვლეების გარდა, არსებობს 30-ზე მეტი დამოუკიდებელი კვლევა კვლევა, რომლებიც ადასტურებენ, რომ პროდუქტს თამბაქოს ზიანის შემცირების პროცეში დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია.

თავად, „ფილიპ მორისის“  მიზანს 2025 წლამდე ტრადიციულ მწეველთა რაოდენობის 40 მილიონით შემცირება და მათთვის ინოვაციური ალტერნატივის შეთავაზება წარმოადგენს.

ქართულ კანონმდებლობაში, კერძოდ კი თამბაქოს კონტროლის კანონში “თამბაქოს ახალი ნაწარმისა და გახურებადი თამბაქოს პროდუქტების” შესახებ ჩანაწერი მხოლოდ 2019 წლის დეკემბერში გაჩნდა.

დღეს IQOS-ი მსოფლიოს 54 ბაზარზე არის წარმოადგენილი.  იქნება თუ არა საქართველო IQOS-ის 55-ე ქვეყანა, ამ ეტაპზე, უცნობია.