მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ბერიძე: საქართველოს შეუძლია ხელოვნური ინტელექტის ჰაბი გახდეს

5db00c4ab6320
თელარა გელანტია
23.10.19 12:14
2455
აბრეშუმის გზის ფორუმზე საქართველოში ხელოვნური ინტელექტის განვითარების შესახებ ისაუბრა გაერო-ს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტექნიკის ცენტრის ხელმძღვანელმა. ირაკლი ბერიძის განცხადებით, საქართველოში ხელოვნური ინტელექტის სფერო სწრაფი ტემპით ვითარდება.


„მოხარული ვარ, რომ ჩემს მშობლიურ ქალაქში ხელოვნური ინტელექტის შესახებ საუბარი მიმდინარეობს. საკმაოდ დიდი ინტერესი არსებობს ხელოვნური ინტელექტის მიმართ და საქართველოს პოტენციალი აქვს ამ მიმართულებით, რომ ჰაბი გახდეს. ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიზნით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები მუშაობენ ეროვნულ სტრატეგიებზე, ახორციელებენ ინვესტიციებს. მოხარული ვარ, რომ საქართველო ამ დიდი მოძრაობის ნაწილი ხდება. საქართველოს დიდი პროგრესი აქვს. მოხარული ვიქნები, რომ საქართველოს დახმარება გავუწიოთ და დაარსდეს ხელოვნური ინტელექტის ცენტრები, შეიქმნას სახელმწიფო პროგრამები საქართველოში."-განაცხადა ირაკლი ბერიძემ.


გაერო-ს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტექნიკის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად ხელოვნურ ინტელექტს დიდი პოტენციალი გააჩნია.