მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ბურდილაძე: მშენებლობებს არ ვაჩერებთ

5e78b71d4cc7e
ინგა მურუსიძე
23.03.20 17:20
2080
"მშენებლობებს არ ვაჩერებთ" - ამის შესახებ Georgia Real Estate Holding-ის ხელმძღვანელმა ირაკლი ბურდილაძემ პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესმენების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, არსებულ ვითარებაში ბიზნესი და მთავრობა ერთად უნდა დადგეს.

„ჩვენ კომპანიას გაწერილი აქვს წლის გეგმა და მივდივართ ამ გეგმით. მშენებლობებს არ ვაჩერებთ, მიმდინარეობს სამშენებლო პროცესი, ოღონდ ახალი წესებით, ტარდება დეზინფექცია, პირბადეების დარიგება და ვიცავთ ყველა რეკომედაციას. ჩვენ საკარანტინო ზონებში ფართებს არ ვფლობთ. ვიმსჯელეთ, თუ როგორ უნდა დავიცვათ საკუთარი თანამშრომლები. არსებულ ვითარებაში ბიზნესი და მთავრობა ერთად უნდა დავდგეთ და დავძლიოთ ის გამოწვევა, რაც გვაქვს, თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ მთავრობა ძალიან კარგად უმკლავდება არსებულ სიტუაციას, რაც მისასალმებელია და ამის გამო ჩვენ მადლობა გადავუხადეთ მას“, - განაცხადა ბურდილაძემ.