მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ჩიქოვანი – ბიუჯეტს არ დაუგვიანია, ვადები მაისშია

5ea7320aca20a
BM.GE
27.04.20 23:24
947
ბიუჯეტს არ დაუგვიანია, ვადები მაისშია, შესაბამისად ამაზე სპეკულირება ზედმეტია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

როგორც მან განმარტა, იმაზე, რომ ქვეყანას სჭირდება ანტიკრიზისული ბიუჯეტი, მთავრობა დიდი ხანია საუბრობს, იმ პერიოდიდან, როდესაც საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომები გაიმართა.

„ჩვენ მაშინ პირდაპირ მივმართეთ საზოგადოებას და ვთქვით, რომ გათვლები და გაანგარიშებები, რომელიც გაკეთებულია 2020 წლის ბიუჯეტში, ვერ იქნება რელევანტური კოვიდ-19-ის გამოწვევიდან გამომდინარე და ჩვენ ანტიკრიზისულ ბიუჯეტს წარვადგენთ პარლამენტში და ეს მოხდება იმ ვადებში, რაც არის კანონით გათვალისწინებული.

პრაქტიკულად შეუძლებელია ტურიზმის მხარდამჭერი აქტივობების განხორციელება, რაც აქამდეც უნდა განხორციელებულიყო, ეს შეუძლებელი ხდება. პრაქტიკულად, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ხდება სახელმწიფო საბიუჯეტო სტრუქტურების ხარჯების ოპტიმიზაცია და ბევრი სხვა მუხლი, რომელიც მაქსიმალურად ადაპტირებულია იმ გამოწვევებთან, რომელიც კოვიდ-19-მა მოიტანა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.