მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი დანელია: "ჭარბი მოთხოვნა პროდუქციაზე დღეს, ხვალ ფასებს გაზრდის"

5e6d1b197283c
ვიქტორია მღებრიშვილი
14.03.20 22:05
4782
მსოფლიოს უდიდესი კომერციული გადაზიდვების დანიური კომპანია Maersk-ის კომერციული წარმომადგენელი კავკასიაში ირაკლი დანელია, დღეს სავაჭრო ქსელებში მომხმარებელთა მიერ პროდუქციის არანორმირებულ შესყიდვებს ეხმიანება და წერს, რომ მოთხოვნა-მიწოდების კანონზომიერებიდან გამომდინარე მომხმარებელთა ამგვარი ქცევა პროდუქციაზე ფასებს გაზრდის.

როგორც ირაკლი დანელია აღნიშნავს, პროდუქციის დეფიციტის პრობლემის წინაშე ქვეყანა არ დგას, ვინაიდან ყველა სახის სატვირთო გადაზიდვები შეუფერხებლად მიმდინარეობს.

“მინდა გამოვეხმაურო პროდუქციის არანორმირებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხს და დაგამშვიდოთ, რომ ტვირთების მიმოსვლა მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში, შეუფერხებლად. სრული დატვირთვით და განსაკუთრებული ლაფსუსების გარეშე დატვირთულია ყველა ძირითადი სატრანსპორტო დარგი, რომელიც გარანტორია ტვრითბრუნვის უზრუნველყოფის: საზღვაო, სარკინიგზო და სამანქანო გადაზიდვები. ასევე, ვირუსი საერთაშორისო გადაზიდვების პირობებში ტვირთზიდვით არ გადადის. ამდენად, არ არსებობს პროდუქციის დეფიციტის საფუძველი და შესაბამისად პანიკის მიზეზიც.

ჭარბი მოთხოვნა პროდუქციაზე დღეს, ხვალ ფასებს გაზრდის მოთხოვნა-მიწოდების კანონზომოერებიდან გამომდინარე, რაც ჩვენს მსყიდველობითუნარიანობას მნიშვნელოვნად შეზღუდავს, მით უფრო დევალვირებული ლარის პირობებში, რადგან მოხმარებული პროდუქციის დაახლოებით 80% იმპორტირებულია, რომელსაც დოლარში შევისყიდით“, - წერს დანელია.