"მთავრობის შეფასება ჯერ ცოტა რთულია, ხოლო თანხასთან დაკავშირებით - ყოჩაღ", - ასე აფასებს მთავრობის "შრომას" და დონორებისგან 3-მილიარდიანი დახმარების მიღების დაანონსებას bm.ge-სთან ფინანსისტი ირაკლი ერაძე.
"რაც შეეხება მთავრობის მუშაობას, თუ შევხედავთ თანხას, ეს არის ძალიან კარგი. თანხის ოდენობაში მუშაობას ცალსახად დადებითად ვაფასებ, რადგან ნაკლებს მოველოდი, მაგრამ როგორც ჩანს, ხელისუფლებამ საკმაოდ მიწოლით იმუშავა და ეს თანხა მივიღეთ, თუმცა აქ არის რამდენიმე კითხვა, რომლებზეც პასუხების გარეშე შეუძლებელია შეფასდეს მთავრობის ქმედებები.
კითხვებს რაც შეეხება - საინტერესოა სახელმწიფო დაფინანსების ნაწილში ეს კრედიტის მოცულობა რამდენად შეფარდებითია, გრანტის კომპონენტი არის თუ არა, ასევე საპროცენტო განაკვეთი რამდენია და რა განაკვეთით? რა არის სესხის მიზნობრიობა და ა.შ. კითხვები ბევრია. ერთადერთი, რაც ვიცით, არის სავალუტო ფონდის 200 მილიონი, რაც მიემართება ბიუჯეტში და ის მოხმარდება ჯანდაცვის სისტემის მომზადებას და მაკროეკონომიკური ჩარევების სტაბილიზაციას, ანუ ძირითადად გადასახადებს დაკლებული თანხების ანაზღაურებას. ყველაზე საინტერესო კი არის, ზუსტად ის მილიარდნახევარი, რაც ფინანსური სისტემისთვის მოიზიდება, საკმაოდ კარგი თანხაა იმისთვის, რომ ეკონომიკური დარტყმა შემსუბუქდეს, თუმცა კითხვები აქაც ძალიან ბევრია. მთავრობის შეფასება კითხვებზე პასუხების გაცემამდე ცოტა რთულია, ხოლო თანხასთან დაკავშირებით - ყოჩაღ", - განაცხადა ერაძემ.
მისივე თქმით, დონორები სავარაუდოდ მთავრობისგან გარკვეულ გარანტიებს მოითხოვდნენ.
"აქ დიდი მნიშვნელობა აქვს პრაქტიკაში ბანკების და მათი აქტივების, ლიკვიდობის მდგომარეობას, თორემ არცერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი არ დააფინანსებს ისეთი ქვეყანის ინსტიტუტებს და ბანკებს, რომელსაც ფინანსური მდგრადობა არ აქვს, მაგრამ ხშირად ხდება ხოლმე, რომ დამატებით გარანტიებს ითხოვენ ხოლმე რაღაც ნაწილში, რადგან არაორდინალური სიტუაციაა, რაც გადადის ფინანსურ კრიზისში. ნელ-ნელა ფინანსურ სექტორში ეს კრიზისი უკვე ჩანს და ჩემი აზრით, სახელმწიფოსგან უკვე მოითხოვენ გარკვეულ გარანტიებს. მნიშვნელოვანია ასევე, რა პერიოდულობით შემოვა ეს თანხები", - აღნიშნა ერაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
"არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო" - პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე