მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ღარიბაშვილი - მთავრობა TV პირველში შეჭრას არ აპირებს

604b2747e431e
ინგა მურუსიძე
12.03.21 12:32
780
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება TV პირველში შეჭრას არ აპირებს და განგაშის საფუძველი არ არსებობს.

„რაც შეეხება tv პირველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მთავრობა აპირებს რომელიმე ტელევიზიაში შეჭრას, ან მათ ტელევიზიაში შეჭრას, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არის აბსურდი, არ იგეგმება მთავრობის მხრიდან მსგავსი რამ. დღეს 2021 წელია, არ ვართ 2007 წელში, როცა მოხდა „იმედში“ შეჭრა და დარბევა. ეს ყველაფერი დავასრულეთ 2012 წელს. არავითარი პანიკის და განგაშის საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ტელეკომპანია პირველმა 10 მარტს მიიღო სასამართლოს განჩინება, რომლის თანახმად, პროკურატურას აქვს ნებართვა, შევიდეს ტელევიზიაში, საჭიროების შემთხვევაში პროპორციული ძალის გამოყენებით, რომ ამოიღოს ის მოწყობილობა, რომელიც ტელევიზიამ სანდო წყაროსგან მიიღო.

საუბარია აუდიოჩანაწერებზე, რომელიც "TV პირველმა“ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა და რომლებშიც სავარაუდოდ, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ასევე ამჟამინდელი უფროსი ანზორ ჩუბინიძე საუბრობენ. ჩანაწერების მიხედვით, პირები ერთმანეთთან ათანხმებენ, როგორ უნდა დაისაჯონ, სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მისამართით დაწერილი უარყოფითი კომენტარების ავტორები - ჩანაწერს ექსპერტიზა არ ჩატარებია. ამ სამ მოქმედ პირს შორის ორმა – ანზორ ჩუბინიძემ და ბერა ივანიშვილმა ჩანაწერებზე საჯაროდ ისაუბრეს. ორივე მათგანმა ჩანაწერის შინაარსის ნაწილი დაადასტურა, თუმცა, თქვეს რომ ეს რამდენიმე წლის წინ მოხდა და ჩანაწერები კონტექსტიდან ამოგლეჯილად გავრცელდა.