22.თებერვალი .2021 16:59

ირაკლი ღარიბაშვილი: აბსოლუტური სიცრუეა, თითქოს სასამართლო კლანის მიერ იმართება

ირაკლი ღარიბაშვილი: აბსოლუტური სიცრუეა, თითქოს სასამართლო კლანის მიერ იმართება
views 596
უკან

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სასამართლო კლანის მიერ არ იმართება. მან ეს განცხადება გააკეთა პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას და გააკრიტიკა საერთაშორისო პარტნიორები რომლებიც, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის დროს რატომღაც სასამართლოს მიმართ შენიშვნებს არ აჟღერებდნენ.

„სულ გვსაყვედურობენ, რომ სასამართლო იმართება კლანის მიერ, რაც არის აბსოლუტური სიცრუე. კარგად ვიცით, რა ვითარებაში იმართებოდა სასამართლო სააკაშვილის მმართველობის დროს. სამწუხაროდ, ასეთი შენიშვნები და განცხადებები არ მომისმენია, მათ შორის არც ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან. ჩვენ ვაფასებთ მათ რეკომენდაციებს, რჩევებს და მათ გავითვალისწინებთ, თუმცა არც ერთი ხელისუფალი იდეალური არ არის და არც შეიძლება იყოს.

მით უმეტეს ასეთ მოკლე პერიოდში, რაც ჩვენ გავიარეთ, 8 წელიწადში, თან იმ ფონზე, როცა გვიწევდა გამკლავება ყოველდღიურ რეჟიმში საბოტაჟის, დესტრუქციულობოს, დესტაბილიზაციის მცდელობების... ამ ფონზე გვეყო მტკიცე ნება და სურვილი და მივიღეთ გადაწყვეტილებები, რომ გაგვეთავისუფლებინა იმ წნეხისგან, რომელიც იყო სასამართლოს, პოლიციის თუ ჯარის მიმართ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა