საქართველოსა და ევროპულ სასამართლოს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის საკითხები და არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტის რობერტ სპანოს შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.
როგორც bm.ge-ს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2022 წლის 31 მარტის მდგომარეობით, ევროსასამართლოში საქართველოს შესახებ 130- მდე საჩივარი განიხილეს, რაც ისტორიულად ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 10 წლის წინ ევროსასამართლოში განხილული საჩივრების რაოდენობა 3000 – 4000 იყო. პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროსასამართლოს სტატისტიკური მონაცემები ეროვნულ დონეზე ადამიანის უფლებათა დაცვის მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებს და სტრასბურგის სასამართლოში განცხადებების რაოდენობის სწრაფი და მკვეთრი კლება საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო წლებში განხორციელებული წარმატებული რეფორმების შედეგია.
შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომელმაც დაადასტურა რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია და ეფექტიანი კონტროლის განხორციელება. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი პოლიტიკის მიმართ საქართველოს მთავრობის ერთგულება.
საუბარი ასევე შეეხო მართლმსაჯულების მიმდინარე რეფორმას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში სასამართლოში განხორციელებული რეფორმების შედეგად მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი, თუმცა ეს საკმარისი არ არის და რეფორმირების პროცესი გრძელდება.
ხაზი გაესვა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წამყვან პოზიციებს. აღინიშნა, რომ World Justice Project-ის კანონის უზენაესობის ინდექსის 2021 წლის კვლევაში საქართველომ 128 ქვეყანას შორის 49-ე ადგილი დაიკავა, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სხვა 14 ქვეყანასთან შედარებით კი, კანონის უზენაესობის ინდექსში საქართველო რეგიონული ლიდერია.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოგვეცა საქართველოში სტუმრობის შესაძლებლობა, რათა განვიხილოთ მნიშვნელოვანი მიმდინარე თანამშრომლობა და დიალოგი საქართველოს მართლმსაჯულების სისტემასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შორის. ყოველივე ეს ხდება ძალიან მნიშვნელოვან დროს. სასამართლოს პრეზიდენტს და ეროვნულ მოსამართლეს მიეცათ საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობა, რათა განეხილათ ბოლო დროის მოვლენები და დაედასტურებინათ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემისა და ხელისუფლებისთვის, რომ სასამართლო და ევროპის საბჭო განაგრძობენ წინსვლას მზარდი თანამშრომლობისა და მხარდაჭერისკენ მიმავალ გზაზე”, - განაცხადა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტმა რობერტ სპანომ.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეები ლადო ჭანტურია და ვიქტორ სოლოვეიჩიკი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი