საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან შეხვედრები გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, ორივე შეხვედრაზე საუბარი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების თბილისში დაგეგმილ შეხვედრის მნიშვნელობას შეეხო.
მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა იქნება წარმატებული და დიალოგის პოზიტიურ დინამიკას შეუწყობს ხელს. ამასთან აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მშვიდობიან სამეზობლო ინიციატივაზე და თანამშრომლობაზე ურთიერთსასარგებლო სფეროებში, მათ შორის, ეკონომიკის, ვაჭრობისა და კულტურის მიმართულებით. აღინიშნა, რომ დიალოგის ეს პლატფორმა რეგიონული ურთიერთობების ნორმალიზებას შეუწყობს ხელს. ასევე განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, მათ შორის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში.
მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას რეგიონში არსებული ვითარება და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები განიხილა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პერსონალური ძალისხმევის როლს გაუსვა ხაზი, როგორც წარმატებული მედიატორის სომხეთ-აზერბაიჯანის მედიაციის საკითხში. ჯეიჰუნ ბაირამოვმა პრემიერ-მინისტრს დაუდასტურა აზერბაიჯანის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ასევე მტკიცედ უჭერს მხარს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ფარიზ რზაევი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დაესწრნენ.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს, მათ შორის, ეკონომიკური და ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობის მიმართულებით.
განიხილეს სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება. რეგიონში არსებულ ვითარებაზე საუბრისას მთავრობის მეთაურმა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია ერთობლივი ძალისხმევა გამოწვევებთან გასამკლავებლად.
მთავრობის მეთაურმა არარატ მირზოიანს სომხეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრას სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰე გევორგიანი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დაესწრნენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო