მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ღარიბაშვილი Cengiz Holding-ის გამგეობის თავმჯდომარეს შეხვდა

60b128f3c9463
BM.GE
28.05.21 21:29
426
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, Cengiz Holding-ის გამგეობის თავმჯდომარე მეჰმედ ჩენგიზს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე ისაუბრეს. განიხილეს ჰოლდინგის მიერ საქართველოში ინვესტიციების განხორციელების შესაძლო მიმართულებები.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოა და საქართველოს ხელისუფლება მიესალმება თურქი ინვესტორების შემოსვლას ქვეყანაში.

Cengiz Holding-ი 1987 წლიდან ინვესტირებას ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ენერგეტიკული და სამთო მრეწველობის მიმართულებით. ჯგუფი 35 კომპანიას აერთიანებს და მისი წლიური შემოსავალი 5 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. ჰოლდინგი მონაწილეობს ისეთ სამშენებლო-ინფრასტრუქტურულ პროექტებში, როგორიცაა მაგისტრალების, ხიდების, გვირაბების, კაშხლების, საზღვაო პორტების, რკინიგზების, მეტროპოლიტენის სისტემების, აეროპორტების, მილსადენების, ელექტროსადგურების, სამთო და სამრეწველო ობიექტების მშენებლობა და ოპერირება.

ჰოლდინგის მიერ განხორციელებულ პროექტებს შორისაა სტამბოლის ახალი აეროპორტი, სტამბოლში მეტროს ხაზი Levent, ასევე აეროპორტი Ordu Giresun, რომელიც ზღვაში აშენებული პირველი აეროპორტია მთელს თურქეთსა და ევროპაში.