მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ღარიბაშვილი „დელტაში“ წარმოებული ახალი სადაზვერვო მანქანის პრეზენტაციას დაესწრო

61b749d293338
ინგა მურუსიძე
13.12.21 17:25
694
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოებული ახალი სადაზვერვო მანქანის პრეზენტაციას დაესწრო.

მთავრობის მეთაურმა ახალი სადაზვერვო მანქანა დაათვალიერა და მისი ტაქტიკური და ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია “დელტას” კონსტრუქტორებისგან მოისმინა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე დაათვალიერა “დელტას” მიერ წარმოებული სამხედრო უნიფორმები, სხვადასხვა კალიბრის ნაღმსატყორცნები და ტანკსაწინააღმდეგო ბორტსაწინააღმდეგო ნაღმი.

ირაკლი ღარიბაშვილი ქართულ-ებრაულ იარაღის საწარმო "დელტა სიეიეი"-შიც იმყოფებოდა, სადაც უახლესი აპარატურით იარაღის წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნო. ქართულ-ებრაულ საწარმოში უახლესი აპარატურითა და უმაღლესი ხარისხით ხდება იარაღის გალვანირება, ქრომირება და ანოდირება. აპარატურა ეკოლოგიურად უსაფრთხოა და საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს.

ახალი სადაზვერვო მანქანის პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრთან ერთად ესწრებოდნენთავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე-გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ აზარაშვილი, „დელტას“ ხელმძღვანელი და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები.

"აღსანიშნია, რომ „დელტაში“ წარმოებული ახალი სადაზვერვო მანქანა სრულად აკმაყოფილებს თავდაცვის ძალების მოთხოვნებსა და საერთაშორისო სტანდარტებს.

330 ცხენის ძალის მქონე ძრავით აღჭურვილი სადაზვერვო ჯავშანმანქანა სხვადასხვა კალიბრის ვაზნებისგან დაცვას უზრუნველყოფს და შვიდ სამხედრო მოსამსახურეზეა გათვლილი. მანქანას მოასფალტებულ გზაზე 110 კილომეტრის განვითარების შესაძლებლობა აქვს და ტექნიკურად 60 სანტიმეტრიანი თხრილის, 40 სმ სიმაღლის ვერტიკალური საფეხურის და მოუმზადებლად 80 სმ სიღრმის წყლის დაბრკოლების გადალახვა შეუძლია. პროექტის მიხედვით, ახალ ჯავშანმანქანაზე, შესაძლებელია სხვადასხვა სადაზვერვო აღჭურვილობისა და დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდულის დამონტაჟება.

“დელტა“ სხვადასხვა დანიშნულებისა და შესაძლებლობების ჯავშანტექნიკას აწარმოებს, სადაზვერვო მანქანის აღნიშნული მოდელი კი, ცენტრში პირველად დამზადდა. სამომავლოდ იგეგმება სადაზვერვო ჯავშანტექნიკის სერიული წარმოება და ექსპორტზე გატანა", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.