მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ღარიბაშვილი დღეს კიევში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს

61220dcb72bef
BM.GE
22.08.21 12:39
647
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილი უკვე კიევშია. ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს უკრაინის ვიცე-პრემიერი ალექსეი რეზნიკოვი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვასილ ბოდნარი დახვდნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი კიევში ლვოვიდან ჩაფრინდა, სადაც მას გუშინ უკრაინელმა კოლეგამ დენის შმიგალმა უმასპინძლა.

ოფიციალური შეხვედრები დღეს კიევში გაიმართება. ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, ასევე გაიმართება მოლაპარაკებები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან და უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვთან.

ღარიბაშვილი 23 აგვისტოს მონაწილეობას მიიღებს ყირიმის პლატფორმის სამიტში, რომელსაც 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერები ესწრებიან.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.