მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ღარიბაშვილი ფარმაბიზნესს ახალ რეგულაციებს უანონსებს

6144f0aa5b619
თამთა ჯიჯავაძე
17.09.21 23:44
3749
ირაკლი ღარიბაშვილი ფარმაბიზნესს ახალ რეგულაციებს უანონსებს. როგორც პრემიერმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, არჩევნების შემდეგ ამ ბიზნესის წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაცია დაიწყება.
 
„არჩევნების შემდეგ გვექნება სექტორის წარმომადგენლებთან, ბიზნესთან, რომელიც ამ საქმით არის დაკავებული, აქტიური კომუნიკაცია ცივილურ ფორმებში და აუცილებლად მგონია რომ კომპრომისს მივაღწევთ. სწორად ისე, როგორც არის ევროპაში. ჩვენ ახალს არაფერს გამოვიგონებთ. როგორც ევროპაში არის რეგულაციები, გამჭვირვალეა პროცესი, გამიჯნული არის მიმართულებები და არ უნდა იყოს ინტერესთა კონფლიქტები, ასე უნდა მოეწყოს საქართველოშიც ყველაფერი. არ შეიძლება, მწარმოებელიც, გამყიდველიც და დისტრიბუტრიც იყოს ადამიანი და ამ დროს ფასების უკონტროლო ზრდა გვქონდეს ისედაც გაჭირვებულ ქვეყანაში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, 3 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში წამლების ფასები ძალიან გაზრდილია და ამაზე მეტყველებს ყველა სტატისტიკა. „მე უკვე არაერთი საუბარი მქონდა კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელთან, რომელიც მუშაობს ამ საკითხზე. ის შუალედური მონიტორინგის ანგარიშს წარმოგვიდგენს უახლოეს მომავალში. არ მინდა წინასწარ ვისაუბრო, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ზოგიერთ წამალზე 300-400%-იანი ფასნამატია დადებული კომპანიების მხრიდან, რაც მიუღებელია. მსგავსი რამ არც ერთ ქვეყანაში არ ხდება“, - განაცხადა მან.