მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ღარიბაშვილი: გვჭირდება არაორდინალური მიდგომები, მეტი სისწრაფე გადაწყვეტილებებში

603363915676a
თელარა გელანტია
22.02.21 11:54
646
„ჩვენ გვჭირდება არაორდინალური მიდგომები, მეტი კრეატიულობა, მეტი სისხარტე, მეტი სისწრაფე გადაწყვეტილებებში“, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.

პრემიერობის კანდიდატი პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე სიტყვით გამოდის, სადაც დეპუტატებს თავის ხედვას და გეგმებს აცნობს.

„ჩვენ გვესმის, რომ დღეს მთავარი გამოწვევა არის პანდემია, ჩვენი ეკონომიკა... ბიზნესს სჭირდება მაქსიმალური მხარდაჭერა და მე მზად ვარ, პირადად ჩავერთო ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელიც შეეხება ბიზნესის სტიმულირებას, ბიზნესის მხარდაჭერას, რათა შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი. ჩვენ გვჭირდება არაორდინალური მიდგომები, მეტი კრეატიულობა, მეტი სისხარტე, მეტი სისწრაფე გადაწყვეტილებებში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, მან ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატებს მხარდაჭერა აღუთქვა.

„გეგმები, რომელსაც ჩვენ უახლოეს 10 დღეში წარმოგიდგენთ, მოითხოვს საბიუჯეტო ხარჯების გადახედვას, მათ შორის ოპტიმიზაციას. ბატონი ივანე მაჭავარიანი ძალიან წარმატებით ხელმძღვანელობს თავის სტრუქტურას და ასევე, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ საქართველო უნდ ვაქციოთ ქვეყნად, სადაც ადამიანები იქნებიან თანასწორები“, - აღნიშნა მან.